მთავარი » ფაილები » Мои файлы

მელენტის ნავი
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (3.69 Mb) ] 20.07.2015, 17:22

§ ნავიგატორების არქივიდან: დონ ფერნანდო მაგელანის მოგზაურობის ექსპედიციის ეკიპაჟის წევრის, რაინდი ანტონიო პიგაფეტას ხელნაწერებიდან და როდოსის ორდენის მაგისტრი, სენიორ ფილიპ ვილ ლილ ადანუს მოხსენებიდან ვიცით (ლაგ* თარგმანი):

_ სამხრეთის პოლუსი არ არის ისეთი ვარსკლავებიანი, როგორც ჩრდილოეთის. აქ მოჩანს დიდი რაოდენობის მცირე ვარსკლავების დაჯგუფებები, რაც გვაგონებს მტვერის ღრუბლებს. მათ შორის მოკლე მანძილია და მკრთალად ანათებენ. ასეთ ცაზე განლაგებულია ორი მსხვილი ვარსკლავი, არც ისეთი ბრწყინვალე და ნელა მოძრავი; ეს სამხრეთის პოლუსის ორი ვარსკლავია. ჩვენი მაგნიტური ისარი თუმცა იხრებოდა აქეთ-იქით სხვადასხვა მხარეში, მაინც უჩვენებდა ყოველთვის ჩრდილოეთის პოლუსის მიმართულებას, მაგრამ აქ ამის მამოძრავებელი ძალა ისეთი არ არის, როგორც თავის ნახევარსფეროში. ამ მიზეზით, როდესაც ვიმყოფებოდით აქაურ სივრცეში კაპიტან-გენერალი ხშირად ეკითხებოდა მეზღვაურებს, მიდიან თუ არა წინ რუქაზე მონიშნული კურსით, რაზეც ისინი პასუხობდნენ: „ზუსტად თქვენი დახაზული კურსით“, ის უჩვენებდა, რომ მათ ჰქონდათ აღებული მცდარი კური რაშიც ის იყო მართალი და უნდა გაესწორებინათ მაგნიტური ისარი, რადგან მას არ ყოფნის ძალა ამ ნახევარსფეროში. როდესაც ჩვენ ვიმყოფებოდით აქაურ ღია სივრცეში, ჩვენ ვაკვირდებოდით ხუთ არაჩვეულებრივად კაშკაშა ვარსკლავს, განლაგებულს ჯვარად დასავლეთის პირდაპირი მიმართულებით და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.

_ იმის წინ ვიდრე ჩამოვსხდებოდეთ ნაპირზე, ჩვენი ეკიპაჟის ზოგიერთმა ავადმყოფმა წევრმა გვთხოვა მოგვეტანა მათთვის კაცის ან ქალის შიგნეული, იმ შემთხოვაში თუ ვინმეს მოვკლავდით, რადგან ჩქარა გამოჯამრთელებულიყვნენ. როდესაც რომელიმე აბორიგენი დაიჭრებოდა ჩვენი არბალეტის მშვილდისარით, რომელიც ტანში მოხვედრილი მოჩანდა ზურგიდან, ის იწყებდა მის რყევას, ამოღების შემდეგ გაკვირვებული უყურებდა მას და ისე კვდებოდა. ასევე იქცეოდნენ მკერდში დაჭრილები, რაც იწვევდა ჩვენში შეცოდების ძლიერ გრძნობას. როდესაც ჩვენ მივემგზავრებოდით აბორიგენები გვაცილებდნენ ერთი ლიგის მანძილზე ასზე მეტი ნავით; უახლოვდებოდნენ ჩვენს გემებს და გვაჩვენებდნენ თევზებს, ვითომ მოცემა უნდოდათ და უცებ გვესროდნენ ქვებს.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივდიოდით ყველა აფრებით ისინი დიდი მოხერხებულობით დაცურავდნენ თავისი ნავებით გემებს და უკან მიბმულ შლიუპკებს შორის. მათ ნავებზე იყვნენ ქალებიც, რომლებიც ყვიროდნენ და იპუტავდნენ თმებს, სავარაუდოდ გლოვდნენ ჩვენ მიერ დახოცილებს.

  • ეს ორი აბზაცი პორტუგალიელი მეზღვაური მაგელანის ბოლო ექსპედიციის გადარჩენილი მონაწილეს ევროპული ნაშრომიდან 1524 წ., საკმარისია გავაკეთოთ დასკვნა:

  • გარემომცველი გარემოს გეოგრაფიულ აღწერაში დედამიწის წყლის საფარველი განიხილება უსასრულო სივრცედ ანუ ასტრონავიგაციური ცოდნის კოსმოგრაფიული ზღვარი განისაზღვრებოდა პლანეტის ზედაპირით;

  • ევროპის ცივილიზაციის წარმომადგენელი მეზღვაურების გემის ეკიპაჟი იკვებებოდა ნანადირები აბორიგენების ხორცით, რაც დოკუმენტალურად აფიქსირებს თეთრკანიანი ჰომოსაპიენსის კანიბალური ქარტიის ფიცის მქონე ფლოტის ფაქტს. https://youtu.be/kleK7l13AmI

  • https://en.wikipedia.org/wiki/Ferdinand_Magellan

ბეღურა _ მეზღვაურობის ნავიგაციის პრაქტიკა მოიცავს მოხერხებულობას და გამოგონებას; მისი მთავარი დანიშნულება არის გეზის მიმართულების ჩვენება ანუ ნავიგაციური კურსი. ციური მნათობებით მოგზაურობა ითვლება კლასიკური მეზღვაურობის მაგალითად, ამისათვის ნავის კაპიტანმა უნდა იცოდეს ასტრონომიული ციური მექანიკა; ასეთი ხერხით ნაოსნობისათვის საჭიროა აუცილებელი პირობა _ კარგი უღრუბლო ამინდი, როდესაც შესაძლებელია მზის, მთვარის და ვარსკლავების დანახვა. ეს ბუნებრივი გარემოება არ განიხილება ადამიანის ისტორიულ ხელოვნებაში და ეკუთვნის ღვთაებრივ შემოქმედებას; საიდანაც გამომდინარეობს ნაოსნობის უამრავი რელიგიური წესი და მეზღვაურების ფიცი. ლოცვა, არის უკიდურესი სასოწარკვეთილების ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალება, როდესაც ნავი იკარგება ოკეანეში. სიტუაცია წარმოიშობა მენავეს ჰორიზონტიდან ნაპირის ხედის გაქრობით და მისი ნავიგაციური ხესაწყოების უვარგისობით გეზის გასაკვლევად; პრაქტიკული ნაოსნობის გამოცდილების ისტორიამ შეიმუშავა ასეთ სიტუაციებში ცხოველების ბუნებრივი ინსტინქტური თვისებების დახმარება. თუ ნავში არ იმყოფება ასეთი ცხოველი, მაშინ პირველ რიგში აკვირდებიან ფრინველების გადაფრენას, თოლია, ბაკლანი, ალბატროსი, ისინი გაჩვენებენ ნაპირის მიმართულებას ან ზღვის ცხოველები და თევზები: ვეშაპი, დელფინი, სელაპი, პინგვინი და ა.შ.

მელენტი, შორეულ უცნობ წყლებში მოგზაურობისას კომპასის გარდა ნავიგაციისათვის იყენებდა ჩიტებს, ამისათვის ნავის იალქანზე ეკიდა ბეღურასნაირებით https://en.wikipedia.org/wiki/Passerine სავსე გალია. ბეღურა არის ყვესათვის ცნობილი ხმელეთის ფრინველი და მარტივად დასაჭერია; მელენტის ცდების შედეგად დასკვნილია, რომ ნებისმიერ ადგილას ნავიდან გაშვებული ბეღურა უშეცდომოდ მიფრინავს ნაპირისაკენ და გაჩვენებს მიწისაკენ მიმართულების გეზს. ასეთი ნავიგაციური ხერხის გამოსაყენებლად, საჭირო დროს და ადგილას უნდა გეჭიროს ხელში ბეღურა ან სხვა ჩიტი; მოგზაურობის თავგადასავლებში იგივე მიზნებით გამოიყენებოდა მტრედი, მას დაქონდა ფოსტაც. როგორც იტყოდა ხოლმე გამოცდილი მეზღვაური ლაგ* მელენტი:

_ „ღია ოკეანეში ხელში ყვერებით დახრჩობისას, ბეღურა მაინც უნდა გყავდეს!“

http://www.myvideo.ge/movies/572/კარიბის-ზღვის-მეკობრეები:-უცნაურ-ნაპირებზე

 

კატეგორია: Мои файлы | დაამატა: Astronavigator
ნანახია: 2007 | რამოტვირთვები: 61 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Nam viverra in dui sit amet consequat.

- John Doe, creative director

Praesent vestibulum commodo mi eget congue. Ut pretium vel lectus vel consectetur.

- John Doe, creative director

Etiam quis aliquam turpis. Etiam in mauris elementum, gravida tortor eget, porttitor turpis.

- John Doe, creative director

Lorem ipsum
Neque id cursus faucibus, tortor neque egestas augue, eu vulputate magna eros eu erat
Neque id cursus faucibus, tortor neque egestas augue, eu vulputate magna eros eu erat. Curabitur pharetra dictum lorem, id mattis ipsum sodales et. Cras id dui ut leo scelerisque tempus. Sed id dolor dapibus est lacinia lobortis.
Learn more