ექსპერიმენტალური პროექტი _ ავე’ლაგრეგია მეგაპოლისი, მოიცავს ადამიანისათვის სიცოცხლისუნარიანი გარემოს ქალაქმშენის არქიტექტურულ კომპლექს; აწმყოს კეთლმოწყობილი და კომფორტაბელური კაპიტალური ნაგებობებით.
ექსპერიმენტის არსია _ დედამიწის ნებისმიერი წყლების სანაპირო ხმელეთის ტერიტორიის ნავიგაციით, მისი ობიექტების კონსტრუქციული ათვისება, სადაც დასახლდება და დასაქმდება მოსახლეობა. პროექტის ტიპიური სტილი ითვალისწინებს ექსპედიციურ განვითარებას კოსმოსურ სივრცეში ასტრონავიგაციით, სხვა პლანეტების ასათვისებლად.
ადამიანის ისტორიული ცივილიზაციის პირველი კერიდან დღემდე, რომელიც წარმოიქმნა ფარაონი „რამზეს დიდის" გენ–გეგმით, პროფესიონალური შრომის ხერხი ატარებს საგვარეულო და საიდუმლო ხასიათს; თუ „ხერხი სჯობია ღონესა", ის ხერხი არ უნდა იცოდეს მტერმა, რადგან შენივე მოხერხებულობით ვერ დაგჩაგროს! ამის ჩინებული მაგალითია, მდ.ნილოსის [კემე] მიწებზე კლდის ნათალი ქვისაგან გაშენებული პირამიდები, რომლის ნაგებობის ერთი ბლოკის წონამ განაპირობა მისი კონსტრუქციის დაშლის შეუსაძლისობა ანუ ფარაონების სახელმწიფოს მტერმა ვერ დაშალა პირამიდების შენობა, ფიზიკური უძლურობის გამო, ღონე არ ეყო იმისათვის რომ გამოეყენებინა სამშენებლო მასალა სხვა დანიშნულებით, დაუშვათ სამხედრო ციხესიმაგრის ასაგებად; იმავე დროს აგრესორს არ ჰქონდა ანალოგიური პროტოტიპით ქვისმთლელობის ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა, რადგან ინახებოდა საიდუმლოდ მასონური ოსტატობა, რითაც შეიქმნა საგვარეულო მსოფლიოს ეკონომიკური კაპიტალის განუმეორებელი საოცრების შედევრები. იგივე მიზეზების გამო {რაც, სავარაუდოდ გახდა დედოფალი კლეოპატრას https://en.wikipedia.org/wiki/Cleopatra „სუიციდის" მთავარი ფაქტორი} ზოგიერთი კონსტრუქციული დეტალები და საქმეწარმოების მეთოდები, რჩება ავტორის ან ფირმის საიდუმლო მასალად.
ზოგადად, ასეთი ტიპის მშენებლობის დაგეგმისათვის მთავარია ობიექტური თანმიმდევრობის წყობა, რაშიც გამოიხატება კონსტრუქციული დანიშნულების ურბანიზაცია. პირობითად, შერჩეულია ახალი ქალაქმშენის მიწის ნაკვეთი, რომელზეც პირველ რიგში დამკვეთ საზოგადოებას უნდა ჩაბარდეს მოდერნიზირებული შენობის _ რა? ტუალეტი, რესტორანი, საროსკიპო, იუსტიციის სახლი, აკადემია, პორტი თუ თეატრი აფინაგენ დორემიდონტისძეს სამახსოვრო ბიუსტიანი სკვერით, სადაც ფილაქნიანი ბულვარების სილამაზეა შიგ ჩატანებული ფილარმონისტების სამახსოვრო ვარსკვლავები?! თქვენი აზრი შეგიძლიათ შეგვატყობინოთ SMS–5678, ავტორის ავტორიტეტული გადაწყვეტილება დახაზულია გეგმაზე _ ობიექი №1. თევზის ქარხანა. არგუმენტაცია: ჩვენი პლანეტის ზედაპირი 71% დაფარულია წყლით, სათანადოდ მოსახმარებელია ბუნებრივი რესურსის ის მარაგი, რომელიც ყველაზე მარტივი და იაფი მოსაპოვებელია, ღვთიური ფორტუნის ანგარიშითაც! წარმოვიდგინოთ, რომ გემით მივადექით დაუსახლებელ ხმელეთის ნაწილს, ასეთი ადგილები წარსულში იყო მეტი ვიდრე აწმყოშია და მომავალში გეოპოლიტიკური პროპორციით კლებულობს ნულამდე. მიწის გადანაწილების საკითხი, გადავწყვიტეთ ცივილიზირებული ხელშეკრულების მეთოდით, რითაც გამოგვიჩნდა სანაპირო ნაკვეთი ზღვის პროდუქციის მრეწველობის დასაწყებად; ხმელეთზე ვზრდით მცენარეულობას და შინაურ ცხოველებს, სადაც მოვაგვარეთ საკვების შენახვის და დასაწყობების მთავარი პრობლემა. შემდეგ ვიწყებთ ეკონომიკურ კალკულაციას ფორმულით 2x2=4, საიდანაც გამოგვყავს დემოგრაფიული და მონეტალური შესაძლებლობის პროგრესია, მაგალითად 1000 წ. ვადით. ათასწლიანი პროგრამის [წინასწარი ჩაწერა და აღწერა] ორგანიზაციის დაპროექტების სამუშაო ამოცანის ამოხსნისათვის, პირველი პირობა არის მატერიალური მოწყობილობების მასალის გამძლეობა, რაზეც დამოკიდებულია კონსტრუქციის სიმყარე; მას ეფუძვნება ინფრასტუქტურული გარანტია, უშფოთველ და ბედნიერ ექსპლუატაციაზე. აუცილებელი პირობაა საინჟინრო ენერგომომარაგების კომუნიკაციების არსებობა, რასაც ავე’ლაგრეგიას ტიპის მეგაპოლისის გეგმით _ კონგრუენტული პირამიდა უზრუნველყოფს http://lag-vi-lava.ucoz.org/load/awe_lagregia/1-1-0-10 რაც წარმოადგენს ექსპერიმენტის გლობალურ შინაარს.

დედამიწის 1000 წლის დრო 31 536 000 000 წამია, თუ ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობა გარდაცვლილების რაოდენობის გათვლით მატულობს წამში 2,4 ახალშობილი ადამიანით http://www.peopleintheworld.org მაშინ 3016 წლისათვის პლანეტაზე ჰომოსაპიენსის პოპულაცია გაიზრდება: 31 536 000 000 x 2,4 = 75 686 400 000 ადამიანი/ათასწლეულში, რაც მიემატება აწმყოს 2016 წ. რაოდენობას და შეადგენს _

 75 686 400 000 + 7 346 000 = 75 693 746 000 მომხმარებელი/რესურსზე:

პლანეტის ხმელეთის ზედაპირი_148 940 000 000 კვ.მ. / 75 693 746 000 ადამიანზე = 0,5 კვადრატული მეტრი ერთ მოსახლეზე.

წყალი=? დამოკიდებულია ხარჯვის ტემპზე;

ჰაერი=? დამოკიდებულია ხარჯვის ტემპზე.

ფორმულა: 60 x 60 = 3600 x 24 = 86400 x 365 = 31 536 000 x 1000 = 31 536 000 000 x 2,4 = 75 686 400 000 / გავყოთ რესურსის რაოდენობაზე. http://lag-vi-lava.ucoz.org/index/time/0-17

 
 
 
 
 
 

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Nam viverra in dui sit amet consequat.

- John Doe, creative director

Praesent vestibulum commodo mi eget congue. Ut pretium vel lectus vel consectetur.

- John Doe, creative director

Etiam quis aliquam turpis. Etiam in mauris elementum, gravida tortor eget, porttitor turpis.

- John Doe, creative director

Lorem ipsum
Neque id cursus faucibus, tortor neque egestas augue, eu vulputate magna eros eu erat
Neque id cursus faucibus, tortor neque egestas augue, eu vulputate magna eros eu erat. Curabitur pharetra dictum lorem, id mattis ipsum sodales et. Cras id dui ut leo scelerisque tempus. Sed id dolor dapibus est lacinia lobortis.
Learn more