მთავარი » ფაილები » Мои файлы

AWE-LAGREGIA
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (8.33 Mb) ] 25.08.2012, 15:05
 
 
პირამიდის ფორმის არქიტექტურული ნაგებობის ევოლუციის მკვლევარი ავტორი, კატეგორიულად ვუარყოფ ყველა სხვა ნაშრომს, სადაც ამტკიცებენ რომ, ასეთი კონსტრუქცია შენდებოდა მკვდარი ადამიანის ნეშთის შესანახად! ეს იყო და არის სასახლე, რომელსაც ფარაონი იშენებდა საცხოვრებლად სიცოცხლეში და სიკვდილის მერე, მემკვიდრეები და თაყვანისმცემელი ერი _ მისი უსიცოცხლო სხეულის ნეშთს ინახავდა ბალზამირებით, მის ოთახში მოწყობილ „მოვზელეუმში"; ქურუმები უკითხავდნენ ღვთაებრივ ლოცვებს და ხალხი დადიოდა ‘საიქიოში გადასული’ საყვარელი ხელმწიფის სანახავად. გარკვეული დროის შემდეგ ფარაონის „მავზოლეუმის" საცავი იქოლებოდა {ამოქოლვა ó კარების ამოშენება} სადაც, მის სიცოცხლეში ხმარებული ყველა ნივთი და „მავზოლეუმის" მომნახველთა შემოწირულობა ინახებოდა რელიგიური რწმენის რიტუალების დასაცავად. დანარჩენ ოთახებში აგრძელებდნენ ცხოვრებას გარდაცვლილი ფარაონის ოჯახის წევრები; ფარაონის შვილები და შვილიშვილები აგრძელებდნენ მამის და ბაბუას საქმეს, ახალი ფარაონის სახელით, სანამ არ მოვიდოდა მათი დროული ან უდროოდ სიკვდილის ჯერი. ქურუმები იცავდნენ ტრადიციულ რიტუალებს და ქოლავდნენ „მავზოლეუმად" გადაქცეული ოთახების კარებს, სანამ პირამიდის მთელი კეთილმოწყობილი სივრცე არ ამოიქოლებოდა. რის შემდეგაც, ფარაონების დინასტია იწყებდა ახალი პირამიდის კაპიტალური ნაგებობის შენებას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მუდმივი საკუთრების ოფიციალური პაპირუსის დოკუმენტების იურისპრედენცია. მატერიალური ქონების პატრონი სიკვდილის შემდეგაც, რჩება თავისი აქტივის ფაქტიურ მეპატრონეთ, მას არ გადასვენებდნენ სასაფლაოზე, რის შემდეგაც დარჩენილი ქონება უმტკიცდება მემკვიდრეს. მუმიფიკაციით ნეშთის შენახვის მთავარი მიზანი იყო, ჩვენება განუვითარებელი კაციჭამია ტომებისათვის, რომ კანიბალიზმი ფარაონების ქვეყანაში სასტიკად აკრძალულია; გარდაცვლილი ხალხის გვამს უნდა მოეპყრონ სათნო რელიგიური პატივისცემით, რისთვისაც იყო შემუშავებული დაკრძალვის რიტუალების კანონების კრებული, რასაც ზუსტათ იცავდნენ ქურუმები. მუმია წარმოადგენს გარდაცვლილი ადამიანის უზენაესი პატივისცემის უმაღლესი კულტურის საუკეთესო ნიმუშს. დროთა განმავლობაში როდესაც ადამიანმა უკეთესად შეისწავლა ბიოლოგიური სიკვდილის ფიზიკური მოვლენა, არქიტექტურული შენობის დანიშნულება შეიცვალა და დღეისათვის, ჩვენს რეგიონში ფუნქციონალურად ემსახურება ცოცხალ არსებებს. ნებისმიერი სულდგმული სახეობის პოპულაციის სიკვდილი, არის დიდი რწმენის სფერო, რომელსაც თან ახლავს პროპორციული ბუნებრივი შიში. ამიტომ ადვილად უნდა იყოს მისახვედრი, თუ რა გრძნობები ეუფლებოდნენ იმ ხალხს, ვინც ცდილობდა ფარაონის სიკვდილის შემეცნებას ან მისი სხეულის ორგანიზმის გაშეშების მიზეზების შესწავლას. ფარაონების ხელმწიფე ცივილიზაციის შემოქმედების ნიჭი, აისახება მსოფლიო საოცრებების პირველ ნიმუშად, სულ რაღაც 90-თაობის განმავლობაში, თუ ავიღებთ საშუალოდ ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობას 50 წელიწადს; მეტი შუალედური ასაკი ვერ დაიშვება ამ გვარის თაობისათვის, რადგან სხეულის ორგანიზმის წელის ხერხემალს _ პირამიდის მშენებელის შრომა მძიმე ტვირთად აწვება. და თუ ვიცით ზუსტად, რომ გენეტიკურად ვინმესგან წარმოშობილი წინაპრების უნარიანობა _ გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები და განვითარების თავისებურებები მომვდევნო თაობას, მაშინ შეგვიძლია უეჭველად დავასკვნათ: გარდაცვილილი ფარაონი უფრო მეტი შიშის გრძნობას იწვევდა, ვიდრე ცოცხალი. უსიამოვნო სუნი, რომელსაც გამოყოფს გახრწნისას მკვდარი ძუძუმწოვარი ადამიანის სხეული, ნეიტრალდებოდა ყვავილებით; თანდათანობით სუნის განელების ხელოვნება დაიხვეწა ანატომიური ბალზამირების პროფესიამდე. ნაწარმოების ამ ნაწილს დავასრულებ იმით, რომ ადამიანის სხეულის და სულის გარდაცვალება სიკვდილით შემეცნებითი საკითხია, რომელზეც მოკვდავების ცოდნა თაობით პროგრესირებს. გავარკვიეთ, რომ პირამიდის არქიტექტურული ნაგებობის დანიშნულება იყო, საყოფაცხოვრებო სასახლე, მავზოლეუმების შეთავსებით. ამის ანალოგიური მაგალითები ბლომათ მოიძებნება არქიტექტურის ისტორიაში. თუ განვიხილავთ პრამიდის ფორმას, როგორც ტიპიური შენობის ნაგებობას, მაშინ ვიცით, რომ მისი დანიშნულება სხვადასხვანაირია. ასე მაგალითად, შესაძლებელია წარმოვიდგინოთ პლანეტარული სტაციონალური სადგურის სახით; რადგან თამედროვე კინოხელოვნების ოსტატები იღებენ ფილმებს, სადაც პირამიდები დაფრინავენ და განიცდიან კონსტრუქციულ ტრანსფორმაციებს. დაუბრუნდეთ,ისევ გამოქვაბულიდან გამოსულ პირველყოფილ ადამიანს, რომელმაც იპოვა ბრტყელი დიდი ლოდი და დაიდო მშობლიური მთის ძირას დასაჯდომად, მეორე დაუდო ცოლს, მესამე შვილს და ა.შ. სანამ არ დაიწყეს ოჯახური გარჩევა ვინ, რომელ ქვაზე უნდა იჯდეს. (ახლა იგივეს არჩევენ პოლიტიკურ ჯგუფებში გაერთიანებული ოჯახები, რაც ამტკიცებს მოკლე დროის ქმედითუნარიანობის შესაძლებლობას ევოლუციის ფაქტორზე, რადგან ცივილიზაციის განვითარებამ _ ქვის საჯდომის მაგივრად, დაუდგა სკამი პარლამენტში.) რა, თქმა უნდა ფიზიკურად ღონიერი მამაკაცი, ცდილობდა თავისი დასაჯდომი ადგილი გამორჩეულ ადგილზე მოეხერხებინა, საიდანაც შეძლებდა მთელი ოჯახის წევრებისათვის თვალყური ედევნებინა; რაც ჩვენი ვერსიით უფრო გორაკის სიმაღლეზე ასვლით უნდა მოწყობილიყო, ვიდრე სხვა მაჩვენებლებით. ასეთი ლოგიკით საჯდომი ლოდი, წარმოადგენდა აგრეთვე სიმაღლეზე ასასვლელ კიბეს, სადაც ვღებულობთ საწყის ნაგებობას. შემდეგ, არსებულის მოწყობილობის გასაუმჯობესებლად, იძებნებოდა გეოგრაფიულ სივრცეზე მოხერხებული გორაკი, რომელის ფერდობები მუშავდებოდა ოთხივე მხრიდან და კიბისებურ ტერასებად ლაგდებოდა ხელოვნურად ნათალი ქვა; სულ უფრო მაღლა და მაღლა, ისე რომ, მიწვდომოდა მთვარესა და მზეს!

 
კატეგორია: Мои файлы | დაამატა: Astronavigator
ნანახია: 1980 | რამოტვირთვები: 165 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0
1 meespiliels • 01:10, 18.11.2012
http://www.uggbootsplaza.net - ugg boots clearance
don't you deem aforementioned to blow-by-blow requisition surveys do nothing more than ugg boots clearance hearsay a multi charge using the forging to learn more nigh square amends disquiet aside profit,http://www.uggbootsplaza.net - ugg clearance their investment in in the.To be dressed to irk upon theme at large,in most situations to pitch to more close to a multi stint specialized superstore survey codification as correctly as pro unorthodox investigation ,and all of our it is certainly meretricious are an all in joined steaming or aloof obstruction b stop shot chief executive public servant intuitive purposefulness making ,and a consequential distribute discernible more factors is everlastingly to learn more here liberate charges and removed hindquarters and forth from this constituent,but their scarcity here liberty in search additional details on influence established ask for review .
avatar
0
2 Astronavigator • 11:45, 31.08.2014
surprised cry wacko smile
avatar

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Nam viverra in dui sit amet consequat.

- John Doe, creative director

Praesent vestibulum commodo mi eget congue. Ut pretium vel lectus vel consectetur.

- John Doe, creative director

Etiam quis aliquam turpis. Etiam in mauris elementum, gravida tortor eget, porttitor turpis.

- John Doe, creative director

Lorem ipsum
Neque id cursus faucibus, tortor neque egestas augue, eu vulputate magna eros eu erat
Neque id cursus faucibus, tortor neque egestas augue, eu vulputate magna eros eu erat. Curabitur pharetra dictum lorem, id mattis ipsum sodales et. Cras id dui ut leo scelerisque tempus. Sed id dolor dapibus est lacinia lobortis.
Learn more