მთავარი » 2012 » მარტი » 16 » სასარგებლო წიაღისეული
17:08
სასარგებლო წიაღისეული

კარსტებისა და ჭაბურღილით გამოტუტვის კამერათა ბგერათლოკაციური აგეგმვა.

უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება მარილისა და სხვა მარგი წიაღისეულის საბადოების მიწის წიაღში გამოტუტვის (გახსნის) მეთოდით დამუშავება. ამ შემთხვევაში ქვამარილის მასივში წარმოიქმნება დიდი ზომის მარილწყლით სავსე კამერები, რომლებიც ზედაპირთან მხოლოდ ჭაბურღილით არიან დაკავშირებული და მიუწვდომელია ვიზუალური დაკვირვებისა და ჩვეულებრივი მარკშეიდერული მეთოდებით აგეგმისათვის. ამავე დროს საბადოს სწორი ექსპლუატაციისა და გამოტუტვის პროცესის მართვისათვის საჭიროა კამერის როგორც მოცულობის, ისე ფორმის ცოდნა.

წიგნი მარკშეიდერია – გვერდი 319.

http://www.wirtgen.de/en/news-media/videos-animations/videos.php

[სუფრის მარილი, ქვამარილი] ჰალიტის ქიმიური ფორმულა არის NaCl (Na-39,4%; Cl-60,6%). იგი კრისტალდება კუბურ სინგონიაში, უფრო ხშირად სწორედ კუბების სახით, რომელნიც კუბის სიბრტყეთა გასწვრივ იტკეჩებიან. ბუნებაში ჩვეულებრივ გვხდება სხვადასხვა ზომის მარცვლოვან–კრისტალური აგრეგატების სახით. ჰალიტის სიმაგრე 2–ს უდრის, ხვედრითი წონა – 2,1. ხალასი ჰალიტი უფერულია და წყლისებრ გამჭვირვალე, მაგრამ უფრო ხშირად მას ურევია თიხა, ორგანული ნივთიერებანი, რკინის ჟანგი და სხვა. და მათი მიზეზით ჩვეულებრივ ნაცრისფერი, მურა–წითელი ან ვარდისფერი აქვს მიღებული. ჰალიტი მლაშეა, წყალში ადვილად იხსნება, გათბობა მის ხსნადობას ძალიან ცოტას მატებს (10˚C–ზე წყლის 100 წონ. ნაწილზე NaCl–ს 36 წონ. იხსნება, ხოლო 100˚C–ზე 39,6 წონ. ნაწ.). NaCl–ს წყალში გახსნისას საკმაოდ ბევრი სითბო შთაინთქმება. 772˚C ტემპერატურაზე გახსნილს მას დიდი ელექტროგამტარობა ახასიათებს; აქვს ანტისეპტიკური თვისებები: მისი კონცენტრირებული ხსნარით გაჟღენთილი ორგანული ქსოვილები არ იხრწნება. {დამარილებული ხორცი: შაშხი, ლორი, სალა, ... ; მარილიანი თევზი: სილიოტკა, ვობლა, შებოლილი, ...; დამარილებული ბოსტნეულის მარინადი: მჟავე კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, პრასი, ლობიო, ... .}

_ „ფასკუნჯის ტბა" მდებარეობს X ოლქში, Y ნავსადგურის აღმოსავლეთით, მისგან 54 კილომეტრზე. ამ ნავსადგურს იგი რკინიგზის შტოთი უკავშირდება; მის მახლობლად გადის აგრეთვე A-B რკინიგზა. ტბა წარმოადგენს დაბლობ ტაფობს, „დიდი ბოგის" მთის ძირში, ზღვის დონეზე 20 მეტრით დაბლა. ფორმით იგი წარმოადგენს ოვალს, რომელსაც 18 კილომეტრი სიგრძე აქვს, 9,6 კილომეტრი სიგანე და 114–დე კვადრატული კილომეტრი ფართობი უჭირავს.

„აბეზარი ჯუჯა გნომის" და „წუწუნა ჯუჯა გნომის" მიხედვით „დიდი ბოგის" მთა აგებულია ტრიასის კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხებით, რომელსაც მთის ძირში ქვეშ უდევს P–წითელი ქვიშაქვები და თიხები. ტბის ჩრდილო და დასავლეთი ნაპირი და აგრეთვე მთის აღმოსავლეთით მდებარე ვრცელი არე აგებულია P თაბაშირთა წყებით და მის თავზე მდებარე ტრიასული ნალექებით, რომელნიც მესამეულის–შემდგომ ხანაში ერთად არიან დისლოცირებული მთელი რიგი გუმბათისებური ანტიკლინური და ბრაქიანტიკლინური ნაოჭების სახით. ტბის ტაფობი მდებარეობს თაბაშირის წყლების ქვეშ განლაგებულ ქვამარილის შტოკის თუ გუმბათის ფერდობზე. ტბის ფსკერზე წარმოქმნილი მარილოვანი ბუდობების ჭრილი (ზევიდან ქვევით) ასეთია:

_ ა) მთლიანი მარილის ზედა ფენა 6 – 8,5 მ. სისქის.

_ ბ) თიხა – 13 მ. სისქის.

_ გ) მარილის შუა ფენა – 2 მ. სისქის.

_ დ) თიხა – 12 მ.

_ ე) მარილიანი წყება, შემდგარი მარილის მძლავრი შრეებისა და მათთან მორიგეობით განლაგებული შავი ლამის უფრო თხელი შრეებისაგან, რომელთაც H2S სუნი ასდით. ამ წყების სიმძლავრე 257 მეტრს აღემატება. ამ ნალექებს ზევიდან ფარაბს „რაპა", (რაპა _ წარმოადგენს მარილის წყალ–ხსნარს, რომელიც მარილიანი ტბების ზედაპირზედ არის ხოლმე გადაფარებული. აორთქლებისას მისგან რჩება მარილის შრე, რომელსაც „ახალნალექი" ეწოდება.) რომელსაც უმაღლესი დონე გაზაფხულობითა აქვს (10 – 12 cm.). ზაფხულობით ტბა შრება. ამჟამად ტბის მთავარი მასაზრდოებელი არის ის მარილიანი წყაროები, რომელნიც მრავლად მოსჩქეფენ თაბაშირიანი წყებიდან. ყოველწლიურად ტბას შესდის 8 000 000 კუბ. მეტრი წყალი, რომელიც 930 000 ტონა მარილებია გახსნილი (მათ შორის 864 000 ტ. NaCl). სამუშაო შრეს წარმოადგენს ზედა ფენა, რომელშიც არჩევენ მარილის ოთხ მთავარ ტიპს

ა) „ახალნალექი" (новосадка) ფხვიერი, თოვლისფერ–თეთრი მარილის 5–7 სანტიმეტრის სისქის შრე. NaCl რაოდენობა მასში 97,5–98,1% უდრის. მაგნიუმის მარილებს მომეტებული რაოდენობით შეიცავს და ამიტომ მომწარო გემოსია.

ბ) „ბროწეულა" (гранатка) – განცალკევებული, ხშირად გამჭირვალე, მარილის კარგად განვითარებულ კრისტალებს წარმოადგენს. NaCl 99% შეიცავს. ტბის სამხრეთ ნაწილში ამ შრის სიმძლავრე 2,5–3 მეტრს და მეტსაც აღწევს. სიწმინდის გამო ეს ტიპი მრეწველობისათვის ყველაზედ უფრო მნიშვნელოვანია.

გ) „ფესვურა მარილი" – ჰალიტის დიდი დრუზები, ზოგადათ „ბროწეულას" მსგავსი. ეს ტიპი უმთავრესად ტბის ცენტრალურ–სამხრეთ ნაწილშია დალექილი.
დ) „ტუჯურა ანუ ტყვია მარილი" – ძალიან მაგარი, მკვრივად შეცემენტებული, შრეებრივი აღნაგობის მარილი, განლაგებული ტბის ჩრდილო და ჩრდილო–დასავლეთ ნაწილებში, სადაც მისი შრის სიმძლავრე 9 მეტრს აღწევს. ღირსებით „ბროწეულასაც" ჩამოუვარდება და „ფესვურასაც". წარმოშობის პირობებით 'ფასკუნჯი' კონტინენტური ტექტონური ტბების ჯგუფს ეკუთვნის.
ზედა სამუშაო ფენაში, რომლის სისქე საშუალო 8–9 მეტრს უდრის, მარილის მარაგი 775 000 000 ტონას შეადგენს. {დედამიწის ერთ მოსახლე სულზე: 775 000 000 000 ÷ 7 000 000 000 = 110 კილო 710 გრამი} ამჟამად ფასკუნჯის ტბა წარმოადგენს პლანეტის უმთავრეს საექსპლუატაციო ობიექტს; თვითმლექავ ტბებს შორის.
1933 წ. მისგან ათი წლის განმავლობაში 862 600 ტონა მარილი იქნა მიღებული.
[სსრკ–1946 წ.]
 
 
კატეგორია: ტექნოგენი>ТЕХНОГЕН | ნანახია: 2243 | დაამატა: Astronavigator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Nam viverra in dui sit amet consequat.

- John Doe, creative director

Praesent vestibulum commodo mi eget congue. Ut pretium vel lectus vel consectetur.

- John Doe, creative director

Etiam quis aliquam turpis. Etiam in mauris elementum, gravida tortor eget, porttitor turpis.

- John Doe, creative director

Lorem ipsum
Neque id cursus faucibus, tortor neque egestas augue, eu vulputate magna eros eu erat
Neque id cursus faucibus, tortor neque egestas augue, eu vulputate magna eros eu erat. Curabitur pharetra dictum lorem, id mattis ipsum sodales et. Cras id dui ut leo scelerisque tempus. Sed id dolor dapibus est lacinia lobortis.
Learn more