16:49 Das Kapital | |
"კაპიტალი” კარლ მარქსი; პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკა.
საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა 1954 წ. <კაპიტალის> ეს ქართული თარგმანი შესრულებულია მეოთხე გერმანული გამოცემიდან, რომელიც მომზადებული იყო ენგელსის მიერ მარქსის პირადი მითითებების საფუძველზე და იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც მარქსის გარდაცვალების შემდეგ მის ხელნაწერებში აღმოჩნდა. თარგმანი შედარებულია აგრეთვე იმავე წიგნის რუსულ გამოცემასთან. თარგმნისას გამოყენებული იყო თვით ავტორის მიერ შესწორებული ფრანგული გამოცემა, რომელსაც მარქსი მაღალ შეფასებას აძლევდა, და ინგლისური გამოცემა. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მარქსის მიერ ინგლისური წყაროებიდან მოყვანილი მასალების თარგმნისას. <კაპიტალის> პირველი ტომის თარგმანი ეკუთვნის პავლე იაშვილს. რედაქცია შეასრულა სარედაქციო კომისიამ ( პასუხისმგებელი რედაქტორი ვ.კუპრაძე; კომისიის წევრები: ი.ბაჯაძე, პ.გუგუშვილი, ა.ნუცუბიძე, ა.ქუთელია, ა.ჯიშიაშვილი).
ს.კ.კ.პ.ც.კ–თან არსებული მარქს–ენგელს–ლენინ–სტალინის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი. http://de.wikipedia.org/wiki/Karl_Marx
ავტორის წინასიტყვაობა პირველი გამოცემისათვის _ ნაწარმოები, რომლის პირველ ტომს მე საზოგადოებას ვაწვდი, წარმოადგენს იმ შრომის გაგრძელებას, რომელიც 1859 წ. გამოვაქვეყნე სათაურით: „Zur Kritik der politischen Oekonomie” ("პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის"). ხანგძლივი შეჩერება დაწყებასა და განგრძობას შორის გამოიწვია წლობით გაგრძელებულმა ავადმყოფობამ, რაც ისევ და ისევ მაწყვეტინებდა მუშაობას. ყოველი დასაწყისი ძნელია, _ ეს მართებულია ყოველი მეცნიერებისათვის. ამ შემთხვევაშიც პირველი თავის გაგება, განსაკუთრებით იმ განყოფილებისა, რომელიც საქონლის ანალიზს შეიცავს, ყველაზე მეტ სიძნელეს წარმოადგენს. რაც შეეხება საკუთრივ ღირებულების სუბსტანციისა და ღირებულების სიდიდის ანალიზს, მე იგი, რამდენადაც შესაძლებელი იყო, პოპულარული გავხადე. ღირებულების ფორმა, რომლის დამთავრებული სახე ფულადი ფორმაა, მეტად უშინაარსო და მარტივია. მიუხედავად ამისა, ადამიანის გონება ამაოდ ცდილობდა მის გაგებას 2 000 წელზე უფრო მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ როდესაც მეორე მხრივ, გაცილებით უფრო შინაარსიანი და რთული ფორმების ანალიზი მან შეძლო, ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით მაინც. რატომ? იმიტომ რომ განვითარებული სხეულის შესწავლა უფრო ადვილია, ვიდრე სხეულის უჯრედისა. გარდა ამისა ეკონომიური ფორმების ანალიზის დროს არ შეიძლება არც მიკროსკოპის, არც ქიმიური რეაქტივების გამოყენება. ორივეს მაგივრობა უნდა გასწიოს აბსტრაქციის ძალამ. მაგრამ შრომის პროდუქტის საქონლური ფორმა, ანუ საქონლის ღირებულებრივი ფორმა, ბურჟუაზიული საზოგადოებისათვის ეკონომიური უჯრედის ფორმაა. უცოდინარ ადამიანს მისი ანალიზი უბრალო წვრილმანების ქექვად მოეჩვენება. და მართლაც აქ ლაპარაკია წვრილმანებზე, მაგრამ მხოლოდ ისეთ წვრილმანებზე, რომლებთანაც საქმე აქვს, მაგალითად, მიკროანატომიას. ამიტომ იმ განყოფილების გამოკლებით, რომელიც ღირებულების ფორმას არკვევს, ამ წიგნს ვერ ვუსაყვედურებთ, რომ იგი ძნელი გასაგებია. მე, რასაკვირველია, მხედველობაში მყავს მკითხველი, რომელსაც სურს რაიმე ახალი შეისწავლოს, მაშასადამე, თვითონაც იაზროვნოს.
შ ი ნ ა ა რ ს ი
კაპიტალის წარმოების პროცესი.
განყოფილება პირველი: საქონელი და ფული.
თავი პირველი _ საქონელი. საქონლის ორი ფაქტორი: სახმარი ღირებულება და ღირებულება (ღირებულების სუბსტანცია, ღირებულების სიდიდე). საქონელში განხორციელებული შრომის ორადი ხასიათი. ღირებულების ფორმა ანუ საცვლელი ღირებულება: A. ღირებულების მარტივი, ცალკეული ანუ შემთხვევითი ფორმა; 1) ღირებულების გამოხატულობის ორი პოლუსი: ღირებულების შეფარდებითი ფორმა და ეკვივალენტური ფორმა; 2) ღირებულების შეფარდებითი ფორმა a) ღირებულების სეფარდებითი ფორმის შინაარსი b) ღირებულების შეფარდებითი ფორმის რაოდენობრივი განსაზღვრულობა; 3) ეკვივალენტური ფორმა; 4) ღირებულების მარტივი ფორმა მთლიანად; B. ღირებულების სრული ანუ გაშლილი ფორმა; 1) ღირებულების გაშლილი შეფარდებითი ფორმა; 2) განსაკუთრებული ეკვივალენტური ფორმა; 3) ღირებულების სრული ანუ გაშლილი ფერმის ნაკლოვანებანი; C. ღირებულების საყოველთაო ფორმა; 1) ღირებულების ფორმის შეცვლილი ხასიათი; 2) ღირებულების შეფარდებითი ფორმისა და ეკვივალენტური ფორმის განვითარების ურთიერთობა; 3) გადასვლა ღირებულების საყოველთაო ფორმიდან ფულად ფორმაზე; D. ფულადი ფორმა. საქონლის ფეტიშური ხასიათი და მისი საიდუმლოება.
თავი მეორე _ გაცვლის პროცესი.
თავი მესამე _ ფული ანუ საქონელმიმოქცევა.
1. ღირებულების საზომი (ფასი. ფასების მასშტაბი. ფასების საყოველთაო ზრდა ან საყოველთაო დაცემა. ფულის საანგარიშო სახელწოდებანი, საანგარიშო ფული. ღირებულების სიდიდისა და ფასის რაოდენობრივი თანაუმთხვევადობა. მათი თვისებრივი თანაუმთხვევადობა. ფასი - როგორც საქონლის ღირებულების მხოლოდ იდეალური ფორმა.); 2. მიმოქცევის საშუალება: a) საქონელთა მეტამორფოზი (წრებრუნვა ს-ფ-ს. გაყიდვა: ს-ფ. ყიდვა: ფ-ს. საქონლის ერთობლივი მეტამორფოზი. საქონელმიმოქცევა. განსხვავება საქონელმიმოქცევასა და პროდუქტთა გაცვლის შორის.), b) ფულის ტრიალი (საქონლის მეტამორფოზი და ფულის ტრიალი. ფულის მიერ ორჯერ ადგილცვლა. მიმოქცევაში მყოფი ფულის რაოდენობა. ტრიალის სისწრაფე. ტრიალის მდინარება და შენელება. მიმოქცევაში მყოფი ფულის მასის განმსაზღვრელი ფაქტორები.), c) მონეტა. ღირებულების ნიშანი (მონეტა და ზოდი, მონეტის გაცვეთა. ღირებულების ნიშანი. ვერცხლისა და სპილენძის ნიშნები. ქაღალდის ფული. კანონი ქაღალდის ფულის მიმოქცევისა იძულებითი კურსით.); 3. ფული: a) განძის შექმნა, b) გადახდის საშუალება, c) მსოფლიო ფული.
განყოფილება მეორე: ფულის გადაქცევა კაპიტალად.
თავი მეოთხე _ 1. კაპიტალის საყოველთაო ფორმულა; 2. საყოველთაო ფორმულის წინააღმდეგობანი; 3. სამუშაო ძალის ყიდვა და გაყიდვა (”თავისუფალი მუშა”. სამუშაო ძალის ღირებულება. საქონელ ”სამუშაო ძალის” თავისებური ბუნება.).
განყოფილება მესამე: აბსოლუტური ზედმეტი ღირებულების წარმოება.
თავი მეხუთე _ შრომის პროცესი და ღირებულების ზრდის პროცესი.
1. შრომის პროცესი (შრომის საგანი, ნედლი მასალა, შრომის საშუალება. წარმოების საშუალება. მწარმოებლური მოხმარება. შრომის პროცესი როგორც კაპიტალისტის მიერ სამუშაო ძალის მოხმარების პროცესი.); 2. ღირებულების ზრდის პროცესი (ღირებულების შექმნის პროცესი. სამუშაო ძალის ღირებულება და შრომის პროცესში ამ ძალის მოხმარებით შექმნილი ღირებულება ორი სხვადასხვა სიდიდეა. ღირებულების ზრდის პროცესი, კაპიტალის გენეზისი.).
თავი მეექვსე _ მუდმივი კაპიტალი და ცვალებადი კაპიტალი.
თავი მეშვიდე _ ზედმეტი ღირებულების ნორმა. 1. სამუშაო ძალის ექსპლუატაციის ხარისხი; 2. პროდუქტის ღირებულების გამოხატულება პროდუქტის პროპორციული ნაწილებით; 3. სენიორის "უკანასკნელი საათი"; 4. ზედმეტი პროდუქტი.
თავი მერვე _ სამუშაო დღე. 1. სამუშაო დღის საზღვრები; 2. ზედმეტი შრომის დაუცხრომელი წყურვილი, მეფაბრიკე და ბოიარინი; 3. ინგლისის მრეწველობის დარგები, სადაც ექსპლოატაციის კანონიერი საზღვარი არ არსებობს (მანქანის წარმოება, მეთუნეობა, ასანთის მანუფაქტურა, შპალერის წარმოება, სახაბაზო წარმოება, რკინიგზა, სამკერვალო წარმოება, მჭედელი.) 4. დღისით და ღამით მუშაობა, შენაცვლების სისტემა (მეტალურგია და ლითონის მრეწველობა.); 5. ბრძოლა ნორმალური სამუშაო დღისათვის. სამუშაო დღის გაგრძელების იძულებითი კანონები XIV საუკუნის ნახევრიდან XVII საუკუნის დამლევამდე (დაუზოგავი მოპყრობა კაპიტალისა მუშის ჯამრთელობისა და სიცოცხლისადმი. ინგლისის მუშათა სტატუსები. სამუშაო დღის ხანგძლივობა XVIII საუკუნეში მსხვილი მრეწველობის ეპოქამდე.) 6. ბრძოლა ნორმალური სამუშაო დღისათვის. სამუშაო დროის კანონიძულებითი შეზღუდვა. ინგლისის საფაბრიკო კანონმდებლობა 1833-1864 წწ. (1833 წ., 1844 წ., 1847 წ., 1850 წ., აქტები. აბრეშუმის ფაბრიკები. ჩითეულის ფაბრიკები. სამღებროები და სამთეთრებლებები.) 7. ბრძოლა ნორმალური სამუშაო დღისათვის. ინგლისის საფაბრიკო კანონმდებლობის გავლენა სხვა ქვეყნებზე.
თავი მეცხრე _ ზედმეტი ღირებულების ნორმა და მასა.
განყოფილება მეოთხე: შეფარდებითი ზედმეტი ღირებულების წარმოება.
თავი მეათე _ შეფარდებითი ზედმეტი ღირებულების ცნება;
თავი მეთერთმეტე _ კოოპერაცია. (კაპიტალისტური წარმოების ამოსავალი პუნქტი, კაპიტალისტური წარმოების რაოდენობრივი განსხვავება საამქრო ხელოსნური მრეწველობისაგან. საზოგადოებრივი საშუალო შრომა. წარმოების საშუალება ეკონომია. კოოპერაციული შრომის საზოგადოებრივი მწარმოებელი ძალა. კოოპერაციის ადრინდელი ფორმები. მისი კაპიტალისტური ფორმა.).
თავი მეთორმეტე _ შრომის დანაწილება და მანუფაქტურა. 1. მანუფაქტურის ორგვარი წარმოშობა; 2. ნაწილობრივი მუშა და მისი იარაღი; 3. მანუფაქტურის ორი ძირითადი ფორმა: ჰეტეროგენური მანუფაქტურა და ორგანული მანუფაქტურა; 4. შრომის დანაწილება მანუფაქტურის შიგნით და შრომის დანაწილება საზოგადოების შიგნით; 5. მანუფაქტურის კაპიტალისტური ხასიათი.
თავი მეცამეტე _ მანქანები და მსხვილი მრეწველობა. 1. მანქანების განვითარება; 2. მანქანის ღირებულების გადატანა პროდუქტზე; 3. მანქანური წარმოების უახლესი ზემოქმედება მუშაზე: a)დამატებითი სამუშაო ძალის მითვისება კაპიტალის მიერ. ქალებისა და ბავშვების შრომა; b) სამუშაო დღის გაგრძელება; c) შრომის ინტენსიფიკაცია. 4. ფაბრიკა; 5. ბრძოლა მუშასა და მანქანას შორის; მანქანის მიერ განდევნილ მუშათა კომპენსაციის თეორია; 7. მუშების უკუგდება და მიზიდვა მანქანური წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით. კრიზისები ბამბის მრეწველობაში; 8. მსხვილი მრეწველობის მიერ მანუფაქტურის, ხელოსნობისა და შინმუშაობის გარევოლუციურება: a) ხელოსნურ წარმოებისა და შრომის დანაწილებაზე დამყარებული კოოპერაციის მოსპობა; b) ფაბრიკის უკუგავლენა მანუფაქტურასა და შინმუშაობაზე; c) თანამედროვე მანუფაქტურა; d) თანამედროვე შინმუშაობა (მაქმანის ფაბრიკა. ჩალის წნვა.); e) თანამედროვე მანუფაქტურისა და შინმუშაობის გადასვლა მსხვილ მრეწველობაზე. ამ რევოლუციის დაჩქარება წარმოების აღნიშნულ წესებზე საფაბრიკო კანონების გავრცელებით (საკერავი მანქანა.); 9. საფაბრიკო კანონმდებლობა (დადგენილებანი ჯანმრთელობის დაცვისა და აღზრდის შესახებ). მისი საყოველთაო გავრცელება ინგლისში (სამთამადნო მრეწველობა.); 10. მსხვილი მრეწველობა და მიწათმოქმედება.
განყოფილება მეხუთე: აბსოლუტური და შეფარდებითი ზედმეტი ღირებულების წარმოება.
თავი მეთოთხმეტე _ აბსოლუტური და შეფარდებითი ზედმეტი ღირებულება.
თავი მეთუთხმეტე _ სამუშაო ძალის ფასის და ზედმეტი ღირებულების სიდიდის ცვლილება: I. სამუშაო დღის სიდიდე და შრომის ინტენსივობა მუდმივია (მოცემულია), შრომის მწარმოებელი ძალა – ცვალებადი; II. სამუშაო დღე და შრომის მწარმოებელი ძალა მუდმივია, შრომის ინტენსივობა ცვალებადი; III. შრომის მწარმოებელი ძალა და ინტენსივობა მუდმივია, სამუშაო დღე – ცვალებადი; IV. შრომის ხანგრძლივობის, მწარმოებლური ძალისა და ინტენსივობის იმავდროული ცვალებადობა.
თავი მეთექსვმეტე _ ზედმეტი ღირებულების ნორმის სხვადასხვა ფორმულა.
განყოფილება მეექვსე: ხელფასი.
თავი მეჩვიდმეტე _ სამუშაო ძალის ღირებულების, შესაბამისად ფასის, გადაქცევა ხელფასად.
თავი მეთვრამეტე _ დროითი ხელფასი.
თავი მეცხრამეტე _ ცალობრივი ხელფასი.
თავი მეოცე _ ხელფასის ნაციონალური განსხვავება.
განყოფილება მეშვიდე: კაპიტალის დაგროვების პროცესი.
თავი ოცდამეერთე _ მარტივი კვლავწარმოება. (მუშათა კლასი როგორც კაპიტალის კუთვნილება. კაპიტალისტური წარმოების პროცესი აკვლავწარმოებს ურთიერთობას კაპიტალისტსა და მუშას შორის.)
თავი ოცდამეორე _ ზედმეტი ღირებულების გადაქცევა კაპიტალად. 1. კაპიტალისტური წარმოების პროცესი გაფართოებული მასშტაბით. საქონელწარმოების საკუთრების კანონთა გადაქცევა კაპიტალისტური მითვისების კანონებად; 2. გაფართოებული მასშტაბით კვლავწარმოების მცდარი გაგება პოლიტიკური ეკონომიის მიერ; 3. ზედმეტი ღირებულების დანაწილება კაპიტალად და შემოსავლად. დათმენის თეორია; 4. გარემოებანი, რომელნიც განსაზღვრავენ დაგროვების ოდენობას დამოუკიდებლად იმ პროპორციისაგან, რომლის მიხედვით ზედმეტი ღირებულება დაიყოფა კაპიტალად და შემოსავლად. – სამუშაო ძალის ექსპლუატაციის ხარისხი. – შრომის მწარმოებელი ძალა. – მზარდი სხვაობა დაბანდებულ და მოხმარებულ კაპიტალს შორის. – ავანსებული კაპიტალის სიდიდე; 5. ეგრეთწოდებული შრომის ფონდი.
თავი ოცდამესამე _ კაპიტალისტური დაგროვების საყოველთაო კანონი. 1. სამუშაო ძალის მოთხოვნის ზრდა დაგროვების პარალელურად კაპიტალის უცვლელი შედგენილობის დროს; 2. კაპიტალის ცვალებადი ნაწილის შეფარდებითი შემცირება დაგროვებისა და მისი თანამგზავრი კონცენტრაციის მსვლელობაში; 3. შეფარდებითი ჭარბმოსახლეობის ანუ სამრეწველო სარეზერვო არმიის მზარდი წარმოება; 4. შეფარდებითი ჭარბმოსახლეობის არსებობის სხვადასხვა ფორმა. კაპიტალისტური დაგროვების საყოველთაო კანონი; 5. კაპიტალისტური დაგროვების საყოველთაო კანონის ილუსტრაცია: a) ინგლისი 1846-1866 წ-ში. b) ბრიტანეთის სამრეწველო მუშათა კლასის მცირეხელფასიანი ფენები (კვების პირობები. საბანაო პირობები. ლონდონი. ნიუკესტლეპონ-ტაინი. ბრედფორდი. ბრისტოლი.). c) მოხეტიალე მოსახლეობა (საბანაო პირობები. რკინიგზის მუშები. ქვანახშირის და სხვა მაღაროების მუშები.). d) კრიზის გავლენა მუშათა კლასის უკეთესხელფასიან ნაწილზე (რკინის გემების მშენებლები ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში.). e) ბრიტანეთის მიწათმოქმედი პროლეტარიატი (მოხეტიალე არტელები.). f) ირლანდია.
თავი ოცდამეოთხე _ ეგრეთწოდებული თავდაპირველი დაგროვება. 1. თავდაპირველი დაგროვების საიდუმლოება; 2. სოფლის მოსახლეობის მიწის ექსპროპრიაცია (სახნავი მიწების საძოვრებად გადაქცევა მე-15 საუკუნის უკანასკნელ მესამედში და მე-16 საუკუნის პირველ ათეულ წლებში. რეფორმაცია და საეკლესიო მამულების დატაცება. ფეოდალური საკუთრების ბურჟუაზიულ საკუთრებად გადაქცევა. რესტავრაცია და "Glorious Revolution"{"სახელოვანი რევოლუცია"}. სახელმწიფო ქონების დატაცება. თემური საკუთრება და მისი გაძარცვა. "Clearing of Estates"{"მამულების გაწმენდა"}. სახნავი მიწების გადაქცევა ცხვრების საძოვრებად და ცხვრების საძოვრების გადაქცევა სანადირო პარკებად მთიან შოტლანდიაში.); 3. სისხლიანი კანონმდებლობა ექსპროპრიირებულთა წინააღმდეგ მე-15 საუკუნის დასასრულიდან. კანონები ხელფასის დასაწევად; 4. კაპიტალისტური ფერმერების გენეზისი; 5. მიწათმოქმედებაში მომხდარი რევოლუციის უკუგავლენა მრეწველობაზე. შინაგანი ბაზრის შექმნა სამრეწველო კაპიტალისათვის; 6. მრეწველი კაპიტალისტის გენეზისი (კოლონიალური სისტემა. სახელმწიფო ვალების სისტემა. თანამედროვე საგადასახადო სისტემა და პროტექციონიზმის სისტემა. ბავშვთა ჟლეტა მსხვილი მრეწველობის დაბადებისას.); 7. კაპიტალისტური დაგროვების ისტორიული ტენდენცია.
თავი ოცდამეხუთე (ბოლო) _ კოლონიზაციის თანამედროვე თეორია.
კოოპერაცია.(შემოკლებით) კოოპერაცია შრომის პროცესში, ინ სახით, როგორც ჩვენ მას გაბატონებულს ვხედავთ კაცობრიობის კულტურის ჩანასახის საფეხურზე, მაგალითად, მონადირე ხალხთა შორის, [ლენგე თავის "Theorie das Lois Civiles”–ში შეიძლება არ ცდებოდეს, როდესაც ნადირობას კოოპერაციის პირველ ფორმად ასახავს, ხოლო ადამიანზე ნადირობას (ომს)–ნადირობის პირველ ფორმად.] ანდა ინდური თემების მიწათმოქმედებაში, დამყარებულია, ერთი მხრივ, – იმაზე, რომ ცალკეულ ინდივიდს ჯერ კიდევ არ გაუწყვეტია ჭიპლარი, რომლითაც ის ტომთან ან თემთან დაკავშირებული და ისე მჭიდროდ შედუღებულია, როგორც ცალკეული ფუტკარი სკასთან. ორივე ამ თვისებით ეს კოოპერაცია განსხვავდება კაპიტალისტური კოოპერაციისაგან. კოოპერაციის სპორადული გამოყენება დიდი მასშტაბით ანტიკურ ქვეყნებში, შუა საუკუნეებში და თანამედროვე კოლონიებში დამყარებულია უშუალო ბატონობისა და დამონების ურთიერთობაზე, უმეტესად მონობაზე. პირიქით, კოოპერაციის კაპიტალისტური ფორმა თავიდანვე გულისხმობს თავისუფალ დაქირავებულ მუშას, რომელმაც თავისი სამუშაო ძალა კაპიტალისტს უნდა მიჰყიდოს. მაგრამ ისტორიულად ეს ფორმა გლეხური მეურნეობის და დამოუკიდებელი ხელოსნური წარმოების წინაამღდეგ ვითარდება, სულ ერთია, ამ ხელოსნურ წარმოებას ამქრული ფორმა აქვს თუ არა. მათ საპირისპიროდ კაპიტალისტური კოოპერაცია გვევლინებოდა არა როგორც განსაკუთრბული ისტორიული ფორმა კოოპერაციისა, არამედ თვით კოოპერაცია გვევლინება როგორც კაპიტალისტური წარმოებითი პროცესის დამახასიათებელი და მისი სპეციფიკურად განმასხვავებელი ისტორიული ფორმა. როგორც კოოპერაციის მეოხეობით გადიდებული საზოგადოებრივი მწარმოებელი ძალა შრომისა კაპიტალის მწარმოებელ ძალად გვევლინება, ისე თვით კოოპერაცია, დამოუკიდებელ მომუშავეთა ან წვრილ მეპატრონეთა წარმოების პროცესის საპირისპიროდ, გვევლინება როგორც კაპიტალისტური წარმოების პროცესის სპეციფიკური ფორმა. ესაა პირველი ცვლილება, რომელსაც განიცდის თვით შრომითი პროცესი კაპიტალისადმი მისი დაქვემდებარების გამო. ეს ცვლილება სტიქიურად ხდება. მისი წინაპირობა: დაქირავებული მუშების უფრო დიდი რიცხვის ერთსა და იმავე დროს გამოყენება შრომის ერთსა და იმავე პროცესში, კაპიტალისტური წარმოების ამოსავალი პუნქტია. იგი ნიშნავს თვით კაპიტალის არსებობას. ამიტომ, თუ ერთი მხრივ, კაპიტალისტური წარმოების წესი ისტორიული აუცილებლობაა, რათა შრომის პროცესი საზოგადოებრივ პროცესად გადაიქცეს, მეორე მხრივ, შრომის პროცესის ეს საზოგადოებრივი ფორმა ის მეთოდია, რომესაც კაპიტალი იყენებს, რათა შრომის მწარმოებელი ძალის გადიდებით უფრო საფრიანად გაუწიოს ექსპლუატაცია შრომის პროცესს. კოოპერაცია მისი იმ მარტივი ფორმით, რომლითაც ჩვენ მას აქამდე განვიხილავდით, ემთხვევა ფართო მასშტაბის წარმოებას, მაგრამ არ შეადგენს კაპიტალისტური წარმოების წესის განვითარების განსაკუთრებული ეპოქის არავითარ მტკიცე, დამახასიათებელ ფორმას. სულ დიდი, იგი დაახლოებით ასეთი ფორმით გვევლინება მანუფაქტურის დაწყების პერიოდში, როცა ეს მანუფაქტურა ჯერ კიდევ ხელოსნურია, [„განა მრავალთა გაერთიანებული დახელოვნება, სიბეჯითე და შეჯიბრება ერთსა და იმავე საქმეში არ წარმოადგენს ამ საქმის წარმატების საშუალებას? და განა შეეძლო ინგლისს თავისი მატყლის მანუფაქტურის ასეთ მაღალ სრულყოფამდე აყვანა რაიმე სხვა საშუალებით" (Berkeley:”The Querist”. London 1750, გვ. 56, § 521).] და იმ სახის მსხვილ მიწათმოქმედებაში, რომელიც მანუფაქტურულ პერიოდს შეესაბამება და არსებითად განსხვავდება გლეხური მეურნეობისაგან მხოლოდ იმავდროულად გამოყენებულ მუშათა რაოდენობით და კონცენტრირებულ წარმოების საშუალებათა მოცულობით. მარტივი კოოპერაცია ჯერ კიდევ გაბატონებული ფორმაა წარმოების ისეთ დარგში, სადაც კაპიტალი დიდი მასშტაბით მოქმედებს, მაგრამ სადაც შრომის დანაწილება და მანქანები მნიშვნელოვან როლს არ ასრულებენ. კოოპერაცია კაპიტალისტური წარმოების წესის ძირითად ფორმად რჩება, თუმცა თვით მისი მარტივი სახე მისი უფრო განვითარებული ფორმების გვერდით განსაკუთრებუ ფორმედ გვევლინება.
თავი მეთვრამეტე _ დროითი ხელფასი. თვით ხელფასი, თავის მხრივ, ფრიად მრავალნაირ ფორმას იღებს; ეს გარემოება არ შეიძლება ამოვიკითხოთ პოლიტიკური ეკონომიის ჩვეულებრივ სახელმძღვანელოში, რომელნიც, გატაცებულნი საქმის მარტოოდენ მატერიალური მხარით, უგულებელყოფენ ფორმის გამოკვლევა განეკუთვნება სპეციალურ მოძღვრებას დაქირავებული შრომის შესახებ, მაშასადამე, ამ თხუზულების საგანს არ შეადგენს. აქ მხოლოდ მოკლედ განვიხილავთ ორ გაბატონებულ ძირითად ფორმას. სამუშაო ძალის გაყიდვა, როგორც ვიცით, ყოველთვის დროის განსაზღვრული პერიოდით ხდება. ამიტომ ის გარდაქმნილი ფორმა, რომლითაც სამუშაო ძალის დღიური ღირებულება, კვირეული ღირებულება და სხვა. უშუალოდ გამოიხატება, არის „დროითი ხელფასის" ფორმა, მაგალითად, დღიური ხელფასი და სხვა. _ შრომის საშუალო ფასს მივიღებთ იმით, რომ სამუშაო ძალის საშუალო დღიურ ღირებულებას გავყოფთ საშუალო სამუშაო დღის საათების რიცხვზე. თუ, მაგალითად, სამუშაო ძალის დღიური ღირებულება უდრის 3 შილინგს, ანუ 6 სამუშაო საათში ახლადშექმნილ ღირებულებას, ხოლო სამუშაო დღე გრძელდება 12 საათს, მაშინ ერთი სამუშაო საათის ფასი = 3 შილინგი / 12 = 3 პენს. {3 ლარი / 12 საათზე = 25 თეთრი} სამუშაო საათის ამ გზით მონახული ფასი შრომის ფასის საზომ ერთეულად გამოიყენება._ Sir Edward West: ”Price of Corn and Wages of Labour”. London 1826. _ "შრომის ფასი არის თანხა, რომელსაც შრომის მოცემულ რაოდენობაში იხდიან". სერ უესტი ავტორია ანონიმური თხუზულებისა, რომელმაც პოლიტიკური ეკონომიის ისტორიაში ეპოქა შექმნა: "Eassay on the Application of Capital to land. By a Fellow of the University College of Oxford”. London 1815.
თავი მეოცე _ხელფასის ნაციონალური განსხვავება. ინგლისელი ფაბრიკის ინსპექტორი ალექსანდრე რედგრეივი 1866 წ. 31 ოქტომბრის საფაბრიკო ანგარიშში ინგლისისა (კუნძული) და კონტინენტის სახელმწიფოების შედარებითი სტატისტიკის საშუალებით ამტკიცებს, რომ კონტინენტზე შრომა, მიუხედავად უფრო დაბალი ხელფასისა და გაცილებით უფრო ხანგრძლივი სამუშაო დროისა, პროდუქტთან შედარებით უფრო ძვირია, ვიდრე ინგლისში. ერთი ინგლისელი დირექტორი (manager) ერთ-ერთი ბამბის ფაბრიკისა ოლდენბურგში აცხადებს, რომ იქ სამუშაო დრო ყოველღე 14,5 საათს გრძელდება, ...
თავი ოცდამეოთხე _ ეგრეთწოდებული თავდაპირველი დაგროვება. 1. თავდაპირველი დაგროვების საიდუმლოება. ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ გადაიქცა ფული კაპიტალად, როგორ წარმოშობს კაპიტალი ზედმეტ ღირებულებას და როგორ იქმნება ზედმეტი ღირებულებისაგან მეტი კაპიტალი. მაგრამ კაპიტალის დაგროვება გულისხმობს ზედმეტ ღირებულებას, ზედმეტი ღირებულება - კაპიტალისტურ წარმოებას, ეს უკანასკნელი კი - კაპიტალისა და სამუშაო ძალის დიდ მასათა არსებობას საქონელმწარმოებელთა ხელში. ამრიგად მთელი ეს მოძრაობა თითქოს მოჯადოებულ წრეში ტრიალებს, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გამოსვლა მხოლოდ მაშინ, თუ დავუშვებთ, რომ კაპიტალისტურ დაგროვებას წინ უძღოდა „თავდაპირველი" დაგროვება (ადამ სმიტის "previous accumulation”), დაგროვება, რომელიც კაპიტალისტური წარმოების წესის შედეგი კი არ არის, არამედ - მისი ამოსავალი პუნქტია. ეს თავდაპირველი დაგროვება დაახლოებით იმავე როლს ასრულებს პოლიტიკურ ეკონომიაში, როგორსაც პირველქმნილი ცოდვა თეოლოგიაში. ადამმა ვაშლი იგემა და ამით ადამიანთა მოდგმა შთავარდა ცოდვასა. მის წარმოშობას განმარტავენ იმით, რომ მოგვითხრობენ შორეული წარსულის ანეკდოტს. უხსოვარი დროიდან არსებობდნენო, ერთ მხრივ, ბეჯითი, ჭკვიანი და, უწინარეს ყოვლისა, მომჭირნე რჩეული ადამიანები, ხოლო, მეორე მხრივ, - მაწანწალა ზარმაცები, მთელი თავიანთი სარჩო-საბადებლისა და კიდევ მეტის გამნიავებელნი. მართალია, შეცოდების თეოლოგიური ლეგენდა მოგვითხრობს, თუ როგორ მიესაჯა ადამიანს ოფლითა თვისითა მოიპოვოს პური თვისი; ეკონომიური შეცოდების ისტორია კი გვიმჟღავნებს, თუ როგორ მოხდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ეს ხვედრი აცილებიათ. მაგრამ ეს სულ ერთია. მოხდა ისე, რომ პირველთ დააგროვეს სიმდიდრე, უკანასკნელთ კი საბოლოოდ აღარაფერი დარჩათ გასაყიდი, გარდა საკუთარი ტყავისა. და ამ შეცოდების მომენტიდან იწყება თურმე სიღატაკე ფართო მასისა, რომელსაც, მიუხედავად მთელი თავისი შრომისა, ჯერ კიდევ არაფერი აქვს გასაყიდი, გარდა თავისი თავისა, და მცირეოდენთა სიმდიდრე, რომელიც განუწყვეტლივ იზრდება, თუმცა მათ დიდი ხანია შეწყვიტეს მუშაობა. ასეთი სულელური ზღაპრების ცოხნით უმასპინძლდება, მაგალითად, propriete-ს [საკუთრების] გამართლების მიზნით, ბ-ნი ტიერი ოდეზღაც ესოდენ გონებამახვილ ფრანგებს, და ისიც სახელმწიფო მოღვაწისათვის შესაფერი დარბაისლური სერიოზულობით. მაგრამ როგორც კი საკითხი საკუთრებას ეხება, წმინდა მოვალეობად მიაჩნიათ დაიცვან ბავშვური ანაბანას თვალსაზრისი როგორც ერთადერთი მართებული თვალსაზრისი ყველა ასაკისა და განვითარების ყველა საფეხურისათვის. როგორც ვიცით, ნამდვილ ისტორიაში დიდ როლს ასრულებს დაპყრობა, დამონება და ძარცვა-გლეჯა, - ერთი სიტყვით, ძალადობა. მაგრამ თვინიერ პოლიტიკურ ეკონომიაში იმათავითვე იდილია სუფევდა. უფლება და „შრომა" თავიდანვე გამდიდრების ერთადერთი საშუალება იყო, „მიმდინარე წელი", რასაკვირველია, ყოველთვის გამონაკლისს შეადგენდა. სინამდვილეში თავდაპირველი დაგროვების მეთოდები ყველაფერია, რაც გნებავთ, მხოლოდ არა იდილია. ...
წიგნი მთავრდება _ მრეწველი კაპიტალისტის გენეზისით _ ბევრს გაუგია, ბევრმა იცის, რომ ცხოვრობს ამ სახელმძღვანელოთი აწყობილი სახელმწიფოს რეგიონში, მაგრამ რა დაწერა კარლ მარქსმა იციან მხოლოდ ერთეულებმა; მე იმიტომ მოვიყვანე შემიკლებით ტექსტის ორიგინალი, რადგან გასაგები გახდეს ზოგიერთი ფაქტები, მაგალითად: რატომ იყო საჭირო ჩემთვის _ ქალაქი პორტი ჰამბურგის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესწავლა? იმიტომ რომ, სსრკ მეურნეობა არსებობდა იმ მოდელით, რომლის სქემა აღწერა კარლ მარქსმა; სისტემა შეიმუშავა ჰამბურგის პორტის ტვირთბრუნვის დოკუმენტაციის შესწავლით და საერთაშორისო ღირებულების მასალას ამუშავებდა ფრიდრიხ ენგესის მონაცემებით ლონდონის საფონდო ბირჟიდან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფულადი საქონელმიმოქცევის გაცვლის პროცესი არსებობდა ჯერ კოდევ ფარაონის აწყობილ სახემწიფოში, რომლის საქმეწარმოების ცოდნა გადაიცემოდა შთამომავლობითი სტრუქტურით {დინასტია}; ეს ინტელექტუალური კერძო საკუთრება, ატარებს უაღრესად საიდუმლო ხასიათს _ ჩვენს ეპოქაში დაცულია მონარქისტული წყობის კონსტიტუციაში. ფულის წარმოების ორგანიზაციული ადმინისტრაცია, ნებისმიერი ქვეყნის მთავარ პოტენციალს შეადგენს, მისი ფინანსური დოკუმენტაცია სპეციალური შიფრით ინახება. ასეთი მასალის საჯარო ლიტერატურული ახსნა, ყოველთვის იწვევს დესტაბილიზაციას; რაც მოხდა მსოფლიო ისტორიაში, როდესაც არსებულ სოციალური უზრუნველყოფის ფულად სისტემას, ერთ სულ მოსახლეზე _ მარქსიზმი უწოდეს?! ვითომდა, ვინდზორების დინასტიის შთამომავალი, ვერ შეძლებდა ასეთი სახელმძღვანელოს გამოცემას? რა თქმა შეძლებდა, უბრალოდ ბუკინგემის სასახლეში არ ჩათველეს საჭიროდ, ასეთი ნაწარმოების პუბლიკაცია. ალეგორიულად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც მთელი მოსახლეობა დაიწყებს ტიტველი ტანით სიარულს და არავის არ გაუჩნდება სექსუალური ლტოლვა, იმ იმედით, რომ საქორწილო ვალდებულება დათრგუნავს ბუნებრივ სურვილს?!
დავაზუსტოთ, რომელი ლტოლვის ალეგორიაზეა საუბარი? იმაზე შეუძლია თუ არა ნებისმოერ საქმოსანს თავისი „ფულის დაზგის" პროდუქციის გამოშვება? ტექნიკურად ასეთი საწარმოოს გახსნა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, იგივე შპალერის ფაბრიკაა. მსოფლიოს ცხოვრების სსრკ პრაქტიკამ გვაჩვენა 1917-1991 წწ. მაგალითზე, რომ 15 ნაციონალური რესპუბლიკის და ავტონომიის გაერთიანებული ეკონომიის კავშირმა, ვერ შეძლო თავისი ფულით 293 047 571 ადამიანის მოსახლეობის ბიუჯეტის რეალიზაცია. ჩემი აზრით, მთავარი მიზეზია პოლიტიკური წყობის რეფორმატორის ვლადიმერ ულიანოვის (პსევდონიმი: ლენინი http://en.wikipedia.org/wiki/Vladimir_Lenin) გაურკვევლობა მარქსიზმის კრიტიკის საგანში, ამიტომ რუსეთის სიმბირსკის გუბერნიის პერიფერიული გიმნაზიის [სადაც, არასოდეს არ ყოფილა კაცობრიობის ცივილიზაციის დაარსების კერა] პედაგოგიკაზე აწყობილ სახელმწიფო სტრუქტურას არ შეუცვლია სან.პეტერბურგის პერტე-პავლეს ციხე-სიმაგრეში არსებული რომანოვების დინასტიის ფულის საწარმოოს ვალუტის კურსი; სახელიც არ შეუცვლია „რუბლი" {рубль от слова рубить (древесина-целулоза)} უბრალოდ პრიმიტიული მაფიოზური ბიზნესის მეთოდით, მოიცილა მკვლელობით საქმის მეპატრონე ოჯახი, რასაც უწოდეს მუშათა და გლეხთა კლასის „რევოლუცია", რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ კატორღელი ბანდიტები. ეს პერიოდი მონარქისტულ ქვეყნებში ოფიციალურად განიხილება, როგორც ყმების რიგითი უშედეგო აჯანყება. შედარებისათვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ აშშ-ს განვითარების მაგალითი; იქაც, ახალ აღმოჩენილ კონტინენტზე სასჯელაღსრულების გემებით აგზავნიდნენ, დინასტიის კანონისადმი ურჩ და არასასურველ ნაციხარ მოქალქეებს. შეიარაღებული პიონერების ბანაკებს უწოებს „გარეული დასავლეთი" _ რაც, არ ყოფილა „ახალი დასახლების" სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მაჩვენებელი სიდიდე. ეს არის „ფორტ ნოქსში" ალექსანდრე ჰამილტონის მიერ, აწყობილი ფულის საწარმოოს შედეგი; დოლარი - რამაც დღეს მიიღო მსოფლიოს ფულადი ერთეულის სარეზერვო ვალუტის სტატუსი. ასეთი ეკონომიკური წარმატება, იხსნება „ახალი მიწების" მატერიალიზაციით ანუ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ, არსებულ კაპიტალს, რომელიც პირველ რიგში გამოანგარიშდება ათვისებული ხმელეთის კვადრატული მეტრების ბუნებრივი რესურსით, დაემატა მილიონობით ჰექტარი საბანკო გარანტიის აქტივი გეოპოლიტიკურ საფინანსო დისციპლინას; სადაც მსოფლიოს გეოგრაფია ჯერ კიდევ აღმოჩენების და შესწავლის საგანი იყო. აწმყოში დედამიწის პლანეტის სრული ზედაპირის ატლასის შედგენის მერე, ასეთი სუპერფინანსური შესაძლებლობა, ადამიანს გამოუჩნდება მხოლოდ კოსმოსური ობიექტების ათვისების შემთხვევაში.
XXI-საუკუნეში, მარქსიზმით წამოჭრილი საკითხები განვითარებული ქვეყნების რეგიონებში არა აქტუალურია, რადგან მთავარი მოქმედი პირი _ მონა და მუშა, იცვლება რობოტირიზებული ავტომატიური საწამოოებით.
1986 წ. რეგისტრაციაში გატარდა ჩემი პირველი კოოპერატივი, მაშინდელი კანონმდებლობით საჭირო იყო კომერციული იდეა, სადაც რომელიმე საბჭოთა კავშირის ორგანიზაცია მიიღებდა ეკონომიკურ შემოსავალს, რის შემდეგ რაიკომის სხდომაზე ღებულობდნენ გადაწყვეტილებას დარგობრივი კოოპერატივის დაფუძვნებაზე; სადაც შენი კოოპერაციული კაპიტალი ირიცხებოდა სახემწიფოს ბიუჯეტში, რომლის წილს კოოპერატორი ღებულობდა ხელფასით. საზოგადოებრივი აქტივი შედგებოდა სამი იურიდიული პირისაგან: 1. ბიზნესის ავტორი (სსრკ მოქალაქე კომერსანტი); 2. კოოპერატივის ადგილობრივი დირექტორი; 3. ბუღალტერი (ეკონომისტი). საერთაშორისო საქმიანი თანამშრომლობისათვის, აუცილებელი იყო საწარმოოების შერწყმა, სადაც იმ დროს მთავარი ამოცანა იყო კომუნისტური და კაპიტალისტური ეკონომიკის დაპირისპირების საკითხები. მათი სამრეწველო გენეზისი ერთობლივი კაპიტალის შესაქმნელად შეუძლებელი გამოდგა, რადგან ურთიერთგამანადგურებელი სახელმწიფო მექნიზმი არსებობდა; მშვიდობიანი გამოსავალის ძიებამ გამოიწვია 1991 წ. სსრკ-ს ცენტრალიზირებული საერთო სოცოალისტური ეკონომიკური ბლოკის დაშლა. 1992 წ. მე დავიწყე ქ. ჰამბურგში ერთობლივი წარმოების ორგანიზაციაზე პრაქტიკული მუშაობა; რითაც სრულდება _ საწარმოო (სამრეწველო) გენეზისით, კაპიტალის დაგროვების ისტორიული ტენდენცია.
ზოგადად ფულის მატერიალიზაცია შედგება:
1. მიწა [ხმელეთი];
2. სასწორი [რესურსი];
3. პროდუქტი [გამოგონება];
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ფული [მომხმარებელი]=>ბანკი[სალარო]=>კეთილმოწყობილი სივრცის კონსტრუქცია[უძრავ-მოძრავი]=>კაპიტალი[ქონება]. აქ გამახვილებულია ყურადღება თარგმანზე, რადგან წყაროები არაიდენტურ ინფორმაციას გვაწვდიან?! ასო ბგერა „K" ლათინურ ლექსიკაში არ გამოიყენებოდა.
_ ЛАТИНСКО-РУСКИЙ СЛОВАРЬ / Дворецкий Иосиф Хананович (Справочное издание); 9-е изд., стереотип. – М.: Рус. яз. – Медиа, 2005 г. – 843, [5] с._ISBN 5-9576-0169-1 _
capital (capital), alis [caput] 1) (sc.linteum) головная повязка (полотняное покрывало, надевавшееся жрицами на голову во время жертвоприношений) 2) (sc.facinus) тяжкое уголовное преступление; преступление, караемое смертью.
capitalis, e [caput] касающийся головы, т.е. жизни, весма опасный, смертельный (morbus AG; inimicus, odium C); periculum capital Pl _ опасность для жизни; res c С_тяжкое уголовное дело (грозящее смертью или лишением всех гражданских прав); poena c L, Su u supplicium capital QC, Su _ высшая мера наказания, смертная казнь {trium’viri}; 2) отменный, отличный, выдающийся; 3) поголовный, подущный.
capitaliter [capitalis] не на жизнь, а на смерть, смертельно, до смерти (lacessere aliquem PJ; animadvertere in aliquem Veg): c. vindicari (expiari) CJ, CTh_ быть подвергнутым смертной казни.
capitation, onis f _ поголовное или подушевное обложение.
_ВикипедиЯ_Капита́л (от лат. capitalis — главный, главное имущество, главная сумма) — совокупность товаров, имущества, активов, используемых для получения прибыли, богатства[1]. В более узком смысле это источник дохода в виде средств производства (физический капитал). Под денежным капиталом понимают деньги, с помощью которых приобретается физический капитал. Направление материальных и денежных средств в экономику, в производство, называют также капиталовложениями или инвестициями.[2] Капиталом не считаются ресурсы, направленные на потребление. http://en.wikipedia.org/wiki/Capital_(economics)
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |