მთავარი » 2012 » მარტი » 22 » ნავიგაცია
14:34
ნავიგაცია
http://en.wikipedia.org/wiki/Bosphorus მეტეოშტილით 3–ფუტი კილის ქვემოთ და სარფიანი ნავიგაციური სეზონი ძველი ფაზისის კოლხების დასახლების ნავსადგურს, დედამიწის ყველა "მოჯგირე" პოტრთან ერთად! ვფიქრობ _ გენერალ პოტიეს [Poti] დაკვეთით დაპროექტებული საზღვაო პორტის თანამედროვე შესაძლებლობა, რომელის განახლება იგეგმებოდა 19–საუკუნის ფრანგული რეფორმაციის რესპუბლიკური მოქალაქეობის პერიოდში, გაცილებით ჩამორჩენილია სერვისით და გეოპოლიტიკური მნიშვნელობით ფარაონების ცივილიზაციის განვითარების პერიოდს; საიდანაც იწყება კოლხეთის რეგიონალური {სამეფო} ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ნავიგაციური სატრანსპორტო კურსის ლოციამ: მდ. ნილოსიდან მდ. ფაზისამდე (რიონი).
[(მარგალურო) თიშახ, ოდო გემიშ რჩქინა ასპერ–პონტიშ ჰომოსაპიენსის ვაუღუდუნ, გილასაგვანდ მუშ კუჩხით; ორზოლ მეუღუდ ხურჯინით, ვარდა პირუტყვიშ ექსპლუატაციაშ ხარჯიშა. ჭკვერი მალი, მუჭოთ ხურჯინიშ ართ განიშ ოჭკუმალს გათენდუნი, ირთუდ უკახალე, კინი თი შარათ ნამუთ იშო მიშუნი, ორზოლიშ დოსკილადირ გვერდიქ ოკო დაბაღუკონ უდეშა დართინალო; თეშ იუაფუდ ზღვაპიჯიშ შარაშე ვაგნურთანდუდა.] ასე და ამგვარად იქმნებოდა პირველი სატრანსპორტო მარშრუტების რუქები, და დღესაც, ისევე როგორც ისტორიულ წარსულში თუ ფოთიდან დიდი წყლის სანაპირო ზოლს გაყვები ცივილიზაციის აღმავლობის მიმართულებით, მიადგები მდ. ნილოსის დელტაზე განლაგებულ კაცობრიობის ფაქტიური აწმყოს დასაბამის აღმნიშვნელ პირამიდების საინჟინრო კომპლექსის ნაგებობებს; რის დანიშნულებაშიც შედიოდა გარდა კეთიმოწყობილი ქალაქმშენის ურბანიზაციისა, კალენდარული დათარიღების ასტრონომიული წელთაღრიცხვის მოწყობილობა {ფთალომის ვარსკლავთკარიბჭე}, რაზეც არის დაფუძვნებული დღევანდელი ასტრონავიგაციური სისტემა. კლასიკური მეცნიერების კვლევებით გაირკვა, რომ აფრიკის კონტინენტის ჰომოსაპიენს მეტი აუცილებლობა გამოუჩნდებობა მოგზაურობისათვის ჩრდილოეთისაკენ, ვიდრე ევრაზიელ კავკაზოიდს, რადგან ბუნების ევოლუცია დედამიწაზე ვითარდებოდა პლანეტის ეკვატორიდან პოლუსებისაკენ. კაპიტალური საქმიანი ბიზნესისათვის, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სამწუხაროდ უეჭველია ერთი ფაქტი _ ჩვენი გენეტიკური ჩანასახი გაჩნდა მრგვალ წრიული გეომეტრიის ობიექტზე, რომელსაც ეწოდება დედამიწის გეოიდა და მისი ტერიტორიული მატერიალური რესურსის შესაძლებლობა შეზღუდულია. სამაგიეროდ, ნაოსნობის და აერონავტიკის თვალსაზრისით მშვენიერია, რადგან მრგვალი ობიექტურობა იძლევა წრიულ სიმეტრიას, სადაც ნებისმიერი ციური მექანიკის აზიმუტი მიგვიყვანს დანიშნულების პუნქტამდე, თუ გეოგრაფიული კოორდინაციის რუქები არ გაგაჩნია. პროფესიონალურ მეზღვაურების დარგში, კოლხიდაში არგონავტების მოგზაურობის აღწერილობა, ითვლება ნავიგაციური საქმიანობის საწყისად, საიდანაც ათვლას იწყებს შტურმანების ნაოსნობის ლოცია. პირველი ზღვაოსანი, რომელმაც შემოუარა მსოფლიოს გემით, ითვლება დონ ფერნანდო მაგელანი; მისი ექსპედიციის მთავარი მიზანი იყო, ახალი საკვები პროდუქტის ნელსაცხების ჩამოტანა: წიწაკა შავი ფხნილი, ჩვენთვის ჩვეულ 10 გრამიან შეფუთვას აწერია რუსულად _ ПЕРЕЦ ЧЁРНЫЙ (молотый) , «это универсальная пряность» და საფირმო გერბზე *ВОЛШЕБНОЕ ДЕРЕВО*MAGIC TREE*_ ლათინური წარწერიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს იყო უძვირესი და რჩება ძვირად ღირებულ სიამოვნებად. თუ ვენდობით ამ სანაოსნო კომპანიის რომის პაპის რწმუნებულის, რაინდი ანტონიო პიგაფეტას მოხსენებითი ბარათის ჩანაწერებს, ასეთი ნედლეულის ფასი, განისაზღვრება ადამიანის სიცოცხლით: _ 5 გემიანი ფლოტილიის კაპიტანი მაგელანი, შეჭამეს მალაზიის არქიპელაგის კუნძულ მატანის მბრძანებელი ზულუს სუფრასთან (უწიწაკოდ), როდესაც იმავე კონძულზე აპირებდა პროვიანტის მომარაგებას (ორი ღორი და ერთი თხა). ქრისტოფორე კოლუმბის და ამერიგო ვესპუჩის კომპანიების შემდეგ, კოლხეთის რეგიონი იყო ერთერთი პირველთაგანი, რომელმაც დაიწყო ამერიკული საკვების აგრარიზაცია: სიმინდი (ღომი), თუთუმი (სიგარეტი) და სხვა. ყველაზე მთავარი მარცვლეული კულტურა ხორბალი შემოვიდა 4000 წ. უკან ეგვიპტედან, რაც წარმოადგენს ადამიანის აწმყოს ბედნიერი ცხოვრების უმთავრეს კომპონენტს და განაპირობებს ფარაონების დინასტიის გენიალურ უკვდავობას; აღმოჩენას წინ მიუძვღოდა საუკუნოვანი დაკვირვება გარემომცველი გარემოს ცხოველურ სამყაროზე, რითაც ირჩეოდა ადამიანის ორგანიზმისათვის უვნებელი საკვები, და „პური" ყოველგვარი კუჭიანი ბიოლოგიური ქმნილებისათვის მისაღები საზრდო აპოვნინა ხოხობმა {ხო+რბა+ლი<=>ხო+ხო+ბი}, ფრინველმა, რომელიც მოშინაურებული ქათმის ბიოლოგიური მშობელია. [მეგრულად: ქო–ბალი < = > ქო–თომი] ხოხობის, ლათინური სახელწოდებაა _ ფაზანი; საიდანაც გამომდინარეობს რეგიონის ნავსადგურის დასახლების ბიზანტიური და ლათინური იმპერიის მეგაპოლისის სახელწოდება. დღეისათვის ვატიკანის რელიგიური იერარქია იცავს, ადამიანის ბიბლიური შემეცნების ღვთიური ევოლუციის კოსმოგრაფიას, რომელიც თავის საწყის ოფიციალურ წყაროდ მიიჩნევს პაპირუსის ხელნაწერებს, სადაც ფარაონების დინასტიურ გოთიკაში გვაქვს ფრინველისთავიანი ღვთაების თაყვანისმცემელი გვარები.
იყო თუ არა იყო „რა"_ უსათუოდ, ამგვარად იქმნებოდა რეგიონალური გეოპოლიტიკური ეკონომიკა; რომელსაც აგრეთვე ახასიათებს შეზღუდული შესაძლებლობის პლანეტარული სისტემის ათეისტური უცვლელი ციკლი. რაშიც გამყოლ ნავიგატორად, სიცოცხლეში ყოველთვის გამოიყენებოდა ღვთიური დინასტიის გვარების წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში, იმ განვითარებული ქვეყნების სტრუქტურულ წყობაში, რომელსაც აქვს ოფიციალური სახემწიფო გერბი დამშვენებული სამეფო ღვთიური ძალაუფლების გვირგვინით, ასეა. ბატონებო და ქალბატონებო, ნება მიბოძეთ შეგახსენოთ ჩემი ჯგუფის რეგიონალური საქმიანობის სფერო, რომელიც დაიწყო 1995 წ. (15 აპრილს, ჩამოვფრინდი თვითმფრინავით Ту-154, რეისით ფრანფურტი–მაინზე თბილისი, ბორტის ნომერი არ მახსოვს, მაგრამ იყო ნაცნობი ეკიპაჟი იაშა სააკაშვილის „გამნარყის" შემადგენლობით და კარგათ მახსოვს ღამის 3–სათზე დინამომანქანის ერთი ნათურით განათებული მთელი აეროპორტი) მას შემდეგ, რაც საქართველოს სსრ ტერიტორიაზე აეწყო პარლამენტარული რესპუბლიკა, პრეზიდენტის აპარატით და ბუნდესკანცლერმა ჰელმუტ კოლმა, პირადად მითხრა:_ დუ მუს ჰელფენ დაინე ჰაიმატ _ რაც, აბსოლურურად არ ნიშნავს იმას, რომ ტერმინი ბიზნესი { A business (also known as enterprise or firm) is an organization engaged in the trade of goods, services, or both to consumers. Businesses are predominant in capitalist economies, where most of them are privately owned and administered to earn profit to increase the wealth of their owners. Businesses may also be not-for-profit or state-owned. A business owned by multiple individuals may be referred to as a company, although that term also has a more precise meaning.} ყველასათვის გასაგები და ხელმისაწვდომი საწარმოო საქმიანობა გახდა, ამხანაგ ედუარდ შევარდნაძეს ჩათვლით. რადგან „ევროპიზაციის" პროცესის დაწყება ატარებდა იძულებით ხასიათს, გამოუვალი არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ისევ იგივე გვარები კომპარტიის სიიდან და მათი ცოდნის არეალი განისაზღვრება „მუშათა და გლეხთა კლასის დიქტატურის დამყარება დედამიწაზე _ კომუნისტური იდეოლოგიის სამყაროში". უბრალოდ შეიცვალეს აბრები ორგანიზაციული წარწერებით, სსრკ – საწარმოო სისტემის გაკოტრების მიზეზით, რომელიც შეცვალა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობამ (დსთ). მინდა გაგახსენოთ ბიზნესის საწარმოებლად აუცილებელი პირობაა _ ფულადი ერთეულით აღრიცხული კაპიტალური ქონება _ ეროვნული ბანკის კუპიურით, რაც საქართველოს 1995წ. არ ჰქონდა. ამის გამო მოვხდი იმდროინდელი რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის კაბინეტში, სადაც დავათვალიერე „ლარის" ესკიზები _ რაც, მაჩვენეს არაფერს მაინც სჯობდა _ საკითხი შევათანხმე ჩემს მაშინდელ გზამკვლევად გამყოლ მამიდაშვილთან {მან, როგორც საქართველოს მოქალაქეების წარმომადგენელმა, გულდასმით დაათვალიერა სამამულო ფინანსური შედევრი და ყველაფერი დადებითად შეაფასა, ვის ახსოვს აწი გარდაცვლილი გოგილოს დამსახურებული ღვაწლი სამშობლოს წინაშე და მოლაპარაკებები უნგრეთის ელჩის ექსთანაშემწესთან სსრკ–ში.} ევროპაში გადარეკვის შედეგად, გადაწყდა, ახალ ქართულ ფულს გამოუშვებდნენ ჰოლანდიაში; საერთოდ ნიდერლანდების სამეფო სახლი ცნობილია თავისი ლოიალური აზროვნებით, მათ სტამბაზე პირველად გამოიცა ერეტიკოსები: დეკარტი და ვოლტერი, ბარში ან საჭაშნიკოში ოფიციალურად შეგიძლიათ შეიძინოთ კანაფის მოსაწევი ან ოპიუმი! არ გაგიკვირდეთ, კანაფი არის ჰოლანდიის მრეწველობის ერთერთი მთავარი მცენარე, რომელსაც ზრდიან სათბურებში და მისგან გრეხენ თოკებს (გამძლეს და ულპობს წყალში) საზღვაო გემებისათვის {Швартовый канат}; აგრეთვე ორთქლის ძრავის გამოგონებამდე, გემის მთავარი გამწევი ძალის გადაადგილების მოხერხებას ქარის მიმართულებით, იალქნის ქსოვილს[ http://www.sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=248#ბეჭდვა ]. 
1996წ. ფოთის პორტის „გლავკის" სამმართველოს მისამართზე იყო რეგისტრირებული გერმანული ფირმა "German Control”–ის წარმომადგენლობა (1996–2000 წწ.), რომელიც წარმოადგენდა მსოფლოს უმდიდრესი ოჯახის ძმები კარლი და თეო ალბრეხტის (Albrecht) ინტერესებს _ ALDI. [ http://www.aldi.com] ოფიციალური მემკვიდრე მარტინ კარლისძე ალბრეხტი, უშუალოდ ვისთანაც მე ვთანამშრომლობ და გვქონდა ერთობლივი საწარმოო ქალაქ ჰამბურგში { Import-Export Martin Albrecht & Lagvilava Gia}, რის შედეგადაც დაიწყო ტვირთგადაზიდვა ისორიულად ცნობილი ნავიგაციური გეზით "აბრეშუმის გზა", კომერციული საზღვაო ფლოტის ესტაფეტით. ბალტიის ზღვის პორტ ჰამბურგში იმყოფებოდა საქმის სათავო ბიურო (ოფისი). ფოთის წარმომადგენლობის რეგიონალური მენეჯმენტის მოვალეობაში შედიოდა ტვირთბრუნვის რაოდენობის კონტროლი და ხარისხის სერტიფიკაციის ინსპექცია. მსოფლიოს სხვადასხვა პორტს მიწერილი გემი გვყავს ინსპექტირებული, მათ აერთიანებდათ ერთი საერთო მონაცემი _ წყალტევადობა, რომელის ტვირთგადაზიდვის მაქსიმუმი არ აღემატებოდა 1500 ტონას. რაც ნიშნავს იმას, რომ მეტი მოცულობის ტვირთს ერთჯერადად, ჩვენ მაშინ ფოთის პორტის ტერმინალზე ვერ ვღებულობდით. ამის პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა არის ბუნებრივი _ ბოსფორის სრუტე: სტაბილური ფარვატორი 33–80 მეტრი. მეორე მიზეზი?! ... ყველაზე დიდი პროექტი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ჩვენ შევასრულეთ, ეს იყო ჰუმანიტარული პროგრამა 1997 წ. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად და სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, რაშიც იგულისხმება მაშინდელი საქართველოს სრული მოსახლეობა საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გამო; აი, ფართო საზოგადოებისათვის უცნობ ფაქტებზე კი, მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. 3000 – ზღვის კონტეინერი, დატვირთული ფქვილით, ლობიოთი, ბრინჯით და ზეთით, საერთო წონით 5 000 000 000 კილოგრამი, ჩამოიტვირთა თბილისის ლილოს ტერმინალის ცეკავშირის საწყობში და იქედან დაურიგდა მოსახლეობას უფასოდ. საკვები პროდუქტი შეისყიდა აშშ–ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, უშუალოდ ალბრეხტების სავაჭრო სახლის მონაწილეობით, მაგრამ როგორც თქვენთვის ცნობილია, საერთაშორისო დადგენილებებით ამხელა რაოდენობის საჩუქარს მეგობარს ვერ მიუგზავნი; ასეთი საქმიანობის ნებართვა ჰქონდა ორგანიზაცია USAID[ http://usaid.gov], რომლიც იქნა დასაქმებული ამ პროგრამაში და მისი მარკირი დატანალი იყო შესაფუთ ტომრებზე და ყუთებზე. სპეციალური ფრახტის კონტეინერმზიდი გემი შვარტოვკაზე დადგა თურქეთის ქ. იზმირის {ისტორია: ბერძნების ქალაქი „სმირნა" ეგეოსის ზღვის სანაპიროზე http://en.wikipedia.org/wiki/Izmir } ხმელთაშუა ზღვის პორტის ტერმინალზე, რადგან წყალტევადობა არ აძლევდა შესაძლებლობას შემოსუიყო შავ ზღვაზე.
 
დილეტანტებისათვის დავამატებ, იმხელა იყო, დაჟე მაღარიჩზე, რომ გაერისკა გემის კაპიტანს, უეჭველად მეჩეჩზე შეჯდებოდა კილით კი არა ცხვირით; იზმირიდან ბათუმის საბაჟოს გავლით კონტეინერები სატვირთო მანქანის ტრალებით ჩამოგვქონდა თბილისში, სადაც ფირმა "German Control”–ის წარმომადგენელი მენეჯერ–ინსპექტორი, ამოწმებდა ლუქს და იბარებდა ცალობით ჰუმანიტარულ საკვებს. ლილოს ტერმინალის საწყობიდან ანაწილებდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, იმავე მიზეზით დასაქმებული „მესამე იურიდიული პირი" საერთაშორისო ორგანიზაცია „ხსნის არმია" [ http://www.salvationarmy.org] მაშინ ჰყავდათ ორი სატვირთო „ფორდი"; მათი არმიის რიგებში ირიცხებოდნენ მოქალაქეები: ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი... 1997 წ. ზამთარ–გაზაფხულზე, რესპუბლიკური პოლიციის შეფი მუშაობდა მტვირთავად, რაზეც ხელფას ღებულობდა აშშ–დოლარებში; "ქართული ოცნების" ლიდერი საწყობის ოპერატორად. რესპუბლიკის პრეზიდენტი ანაწილებდა საკვებს, თითო ხელზე 2 კგ. თვეში. შრომა–დღეები შედგებოდა, მძიმე ფიზიკური შრომისაგან; მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცისათვის იყო მუქთი საჭმელი. ხანდისხან გვაკითხავდა ედუარდ შევარდნაძე. მე უკავშირდებოდი ტელეფონით მარტინს ჰამბურგის ოფისში და ვატყობინებდი საქმის ვითარებას. ბიზნესის ისტორიისათვის საკმარისია ჯერჯერობით...
http://lag-vi-lava.ucoz.org/index/pirma_entrepreneur/0-21 გლობალური გეოპოლიტიკური მსოფლიო ცვლილებების დაწყებამდე მე ვსაქმიანობდი სსრკ საწარმოო ინდუსტრიის კოოპერატიული განვითარების სისტემაში და ბიზნესი ინტერნაციონალურ კომპანიაში „ENTERPRAISE". http://lag-vi-lava.ucoz.org/news/das_kapital/2012-06-14-12
 საზღვაო ნავიგაციის განვითარების დოკუმენტაციიდან _ დონ ფერნანდო მაგელანის ფლოტილია შედგებოდა ხუთი ხომალდისაგან: 1. „ტრინიდადი"(სამება) 110ტ., 2. „სან-ანტონიოსი"(წმ.ანტონი) 120ტ., 3.„კონსეფსიონი"(იდეა) 90ტ., 4. „ვიქტორია"(გამარჯვება) 85ტ., 5.„სანტიაგო"(წმ.იაკობი) 75 ტონის ტვირთგადაზიდვის წყალტევადობის შესაძლებლობით. ეკიპაჟის პროფესიონალური სია: 1. ფლოტის მთავარი კაპიტანი –ფერნან დი მაგელანი, პორტუგალია; 2. ფლოტის ინსპექტორი და გემის კაპიტანი –ჟუან დე კარტახენა; 3. გემის კაპიტანი –გასპარ დე ქუესადა; 4. ფლოტის ხაზინდარი და გემის კაპიტანი –ლუის დე მენდოსა; 5. მისი უდიდესებულობის პილოტი და გემის კაპიტანი –ჯოვანი სერ'რანი; 6. ნოტარიუსი –ლეონ დე ესპლეტა; 7. შტურმანი –ხუან სებასტიან დე ელკანო (ელ კანო); 8. ლოცმანი –ფრანსისკო ალბო; 9. ალგუაზილი –გონზალო გომეზ დე ესპინოსა; 10. ბუღალტერი –ანტონიო დე კოკა; 11. ექიმი –ხუან დე მორალესი; 12. ბოცმანი –ხუან დე აკურო; 13. დაცვა –მარტინ დე იუდისიბუსი; 14. პარიკმახერი –ერნანდო დე ბუსტამენტე; 15. მტვირთავი –მარტინ დე ჰუდისიბუსი; 16. კანონირი –აირესი; 17. მატროსი –დეგო ჰალეგო; 18. მეზღვაური –ხუან დე არრატრია; 19. იუნგა –ხუან დე სანტანდერი; 20. დურგალი –დიშარ დე ფედისი; 21. რეზერვისტი –ანტონიო ლომბარდო (პიგაფეტტა). რაინდი ანტონიო ფრანჩესკო პიგაფეტტას დღიურის არსებული ხელნაწერებიდან: (ფრანგულად XVI-საუკუნე) ”Premier voyage autour du monde, par le chevalier Pigafetta, sur I’Escade de Magellan, pendant les annees 1519, 20, 21 et 22; suivi de I’exrait du Traite de Navigation du meme auteur.” (იტალიურად) Il primo viaggio intorno al globo di Antonio Pigafetta. Raccolta di documenti e studi pubblicati dalla R. Commissione Colombiana pel Quattro centenario dalla scoperta dell’America, Roma, 1894. იალქნიანი გემების საზრვაო ფლოტილია შედგებოდა 265 ინტერნაციონალური წევრისაგან: 37 პორტუგალიელი, 30 იტალიელი, 19 ფრანგი, ესპანელები, ფლამანდიელები, გერმანელები, სიცილიელები, ინგლისელები, მალაიელები, ზანგები, მავრები; მადერის, აზორის და კანარის კუნძულების მკვიდრებისაგან. ნავიგაციის ოფიციალური ფაქტურით მიწერის პორტში მშვიდობიანად დაბრუნდა მხოლოდ გემი ”ვიქტორია” 18 ეკიპაჟის წევრით ბორტზე. ჩამოტანილი ტვირთის ღირებულება (მიხაკის ხე, იმბირი, მუსკატის თხილი, სანდალის ხე და სხვა) გაცილებით აღემატებოდა ექსპედიციის მომზადების ხარჯებს, სათანადოდ ჩაითვალა წარმატებულად ჩატარებულ საქმედ.                  
 
კატეგორია: საქმე>BUSINESS | ნანახია: 3810 | დაამატა: Astronavigator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 Kevin • 07:02, 29.09.2013
You make thgnis so clear. Thanks for taking the time!
avatar

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Nam viverra in dui sit amet consequat.

- John Doe, creative director

Praesent vestibulum commodo mi eget congue. Ut pretium vel lectus vel consectetur.

- John Doe, creative director

Etiam quis aliquam turpis. Etiam in mauris elementum, gravida tortor eget, porttitor turpis.

- John Doe, creative director

Lorem ipsum
Neque id cursus faucibus, tortor neque egestas augue, eu vulputate magna eros eu erat
Neque id cursus faucibus, tortor neque egestas augue, eu vulputate magna eros eu erat. Curabitur pharetra dictum lorem, id mattis ipsum sodales et. Cras id dui ut leo scelerisque tempus. Sed id dolor dapibus est lacinia lobortis.
Learn more